Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

მსუბუქი და უგემრიელესი ნამცხვარი - მარწყვი ჟელეში / msubuqi namckhvari da ugemrielesi namckhvari - marwyvi jeleshi
2016-06-13, 11:18 PM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
ბისკვიტი:
კარაქი 110 გ
შაქარი 3 ს/კ
ფქვილი 150 გ

გულსართისთვის:
წყალი 500 მლ
შაქარი 350 გ
სიმინდის სახამებელი 6 ს/კ
სწრაფი ჟელე მარწყვის არომატით 170 გ
მარწყვი 2 კგ
ათქვეფილი ნაღები მოსართავად.

მომზადების წესი:
კარაქი, შაქარი და ფქვილი გაქენით ერთმანეთში და ჩატკეპნეთ მასა ცეცხლგამძლე ფორმაში. აცხვეთ 190 გრადუსზე 10-15 წუთის განმავლობაში. გამოიღეთ ღუმელიდან და გააცივეთ ოთახის ტემპერატურაზე.
წყალში ჩაყარეთ შაქარი, სიმინდის სახამებელი და დადგით ცეცხლზე, მიიყვანეთ ადუღებამდე, თან ურიეთ, სანამ არ გასქელდება. გადმოდგით ცეცხლიდან და დაუმატეთ მარწყვის ჟელე, ურიეთ, სანამ ჟელე ბოლომდე არ გაიხსნება.
გააცივეთ ოთახის ტემპერატურაზე და დაუმატეთ გარეცხილი და დაჭრილი მარწყვი.
გადაიტანეთ გულსართი ბისკვიტზე და შედგით მარცივარში, სანამ ჟელე კარგად არ შედგება. სუფრასთან მიტანის წინ მორთეთ ათქვეფილი ნაღებით.


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: მზარეული, კულინარია, marwyvi, mzareuli, რეცეპტები, kulinaria, receptebi, rogor movamzado, როგორ, როგორ მოვამზადო ნანახია: 1367 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]