მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად |
ხაჭოს ტორტი სუფლეთი - ანგელოზის ცრემლები / khachos torti sufleti - angelozis cremlebi
2016-06-13, 10:12 PM |
შემადგენლობა:
ბისკვიტი:
ფქვილი 1 ჭიქა
გამაფხვიერებელი 1 ჩ/კ
კარაქი 80 გ
შაქარი 2 ს/კ
კვერცხი 1 ცალი
გულსართისთვის:
ხაჭო 500 გ
შაქარი 0,5 ჭიქა
კვერცხის გული 3 ცალი
მანანის ბურღული 1 ს/კ
არაჟანი ან ნაღები 100 გ
ვანილი
სუფლესთვის:
კვერცხის ცილა 3 ცალი
შაქრის პუდრა 3 ს/კ
მომზადების წესი:
ბისკვიტისთვის:
ფქვილში აურიეთ გამაფხვერებელი და აკეპეთ მასში კარაქი. კვერცხი და შაქარი ათქვიფეთ ერთად, შეურიეთ ფქვილის მასა და მოზილეთ ცომი. მზა ცომი გაახვიეთ საკვების შესაფუთ ცელოფანში და შეინახეთ მაცივარში 30 წუთი.
გულსართი: ყველა ინგრედიენტი დააბლენდერეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
სუფლე: ათქვიფეთ ცილა ბეზეს კონსისტენციამდე, თანთათანობით შეათქვიდეთ შაქრის პუდრა.
გამოიღეთ ცომი მაცივრიდან და გადაიტანეთ 24 სმ დიამეტრიც ფორმაში, გააბრტყელეთ, ამოუწიეთ გვერდები 0,5 სმ სიმაღლეზე. დაადეთ ზემოდან ხაჭოს მასა და შედგით 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 20-30 წუთით. შემდეგ გამოიღეთ, ზემოდან გაანაწილეთ სუფლე და კვლავ შედგით ღუმელში 10-15 წუთით. სანამ ზედაპირი არ მოიბრაწება. დიდხანს არ გააჩეროთ!
გამორთეთ ღუმელი, გამოაღეთ კარი და გააჩერეთ მასში ტორტი, სანამ არ გაგრილდება. 40 წუთში ამოიღეთ და კვლავ გააჩერეთ ოთახის ტემპერატურაზე საათნახევარი.
იდეალურია, თუ ნებისყოფა გეყოფათ და გამორთულ და დახურულ ღუმელში 5-6 საათით, ან მთელი ღამით გააჩერებთ.
გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!
გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით
სულ კომენტარები: 0 | |