Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

ხორცის ბურთები სოუსი ტერიაკით / khorcis burtebi sousi teriakit
2015-11-26, 0:51 AM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
500 გ ღორის ხორცის ფარში
1 კვერცხი
4 სმ ნედლი ჯანჯაფილი (ნაწილი სოუსისთვის)
½ ჭ საფანელი
1 ს.კ.სოიოს სოუსი
2 ცალი მწვანე ხახვი ან ოხრახუში
შავი პილპილი და მარილი გემოვნებით
2 კბილი ნიორი

სოუსისთვის:
½ ჭ სოიოს სოუსი
½ ჭ (50 გ) ყავისფერი შაქარი
1 სავსე ჭიქა წყალი
1 ჩ.კ სეზამის ზეთი (ჩავანაცვლე ზეითუნით)
1 ს.კ ბრინჯის ან თეთრი ღვინის ძმარი
2.5 ჩ.კ სიმინდის სახამებელი

მომზადების წესი:
ფარშში დავამატოთ წვრილად გახეხილი ჯანჯაფილი (ნახევარი) და ნიორი, ასევე კვერცხი, სოიოს სოუსი, საფანელი, მწვანილი, მარილი და პილპილი.

კარგად ავურიოთ, ნოტიო ხელებით გავაკეთოთ კაკლის ზომაზე ოდნავ დიდი ბურთულები და დავალაგოთ ცხელ, უცხიმო ტაფაზე, საშუალო ცეცხლზე. შევწვათ ყველა მხრიდან.

პარალელურად, სანამ ხორცი იწვება, მოვამზადოთ სოუსი: ტაფაზე ან ქვაბში ჩავასხათ წყლის ნახევარი, შაქარი, სოიოს სოუსი და ზეთი. წამოვადუღოთ, დავუწიოთ ცეცხლს და დავამატოთ წვრილად გახეხილი დარჩენილი ჯანჯაფილი (ან მსხვილი ნაჭრები ჩავაგდოთ და შემდეგ ამოვიღოთ). დარჩენილ წყალში გავხსნათ სახამებელი და ჩავამატოთ სოუსში. ვადუღოთ დაბალ ცეცხლზე სანამ არ გასქელდება. ჩავამატოთ ძმარიც. თუ სოუსი სქელი გეჩვენებათ წყლით შეათხელეთ, თუ პირიქით, ფიქრობთ რომ თხელია, ცოტა სახამებელი კიდევ დაამატეთ.

მზა სოუსი მოვასხათ ხორცის ბურთულებს და ორიოდე წუთი კიდევ დავტოვოთ ცეცხლზე.

გარნირად უხდება მოხარშული ბრინჯი ბასმატი, დანამატების გარეშე, მხოლოდ მარილით და ცოტაოდენი კარაქით, სურვილის შემთხვევაში აქვე ვიტყვი რომ გამისინჯავს რამდენიმე ფირმის სოიოს სოუსი და ყველა განსხვავდება ერთმანეთისგან. მე ძალიან მომწონდა შირნჰოფერში ნაყიდი სოიოს სოუსი (იქაც ორნაირია, ტკბილი და ჩვეულებრივი, მე ჩვეულებრივს ვყიდულობდი) . მაგრამ ამ ბოლო დროს, ის რაც მე მომწონდა აღარ იყო. იმედია ისევ განაახლებენ. სოუსი ტერიაკიც იყიდება ცალკე, მე კარფურში ვიყიდე, საკმაოდ იაფიც ღირდა, მაგრამ გემოთი ჩემი ფავორიტი სოიოს სოუსი ვამჯობინე. საერთოდ კი სოუსი ტერიაკი იგივე სოიოს სოუსია, სანალებლების დამატებით.


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: მზარეული, კულინარია, მზარეულები, mzareulebi, mzareuli, რეცეპტები, kulinaria, samzareulo, receptebi, სამზარეულო ნანახია: 1118 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]