Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

მარწყვის ტორტი / martskvis torti
2014-07-05, 6:22 AM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
1 პაკეტი ვანილის პუდინგის ფხვნილი (500 მლ რძისთვის)
450 მილილიტრი რძე
2 სუფრის კოვზი შაქარი
100 გრამი დარბილებული კარაქი
50 გრამი შაქრის პუდრა
600 გრამი მარწყვი
40 გრამი თხლად დაჭრილი ნუში
40 გრამი ნახევრად მწარე შოკოლადი
2 სუფრის კოვზი ფორთოხლის ჯემი

მასალა ფხვიერი ცომისთვის:

100 გრამი დარბილებული კარაქი
60 გრამი შაქარი
1 კვერცხის გული
180 გრამი ფქვილი

მასალა ბისკვიტისთვის:

3 ცალი კვერცხი
1 მწიკვი მარილი
120 გრამი შაქარი
80 გრამი ფქვილი

მასალა მინანქრისთვის:

250 მილილიტრი წითელი ხილის წვენი
2 სუფრის კოვზი შაქარი
1 პაკეტი ტორტის უფერო მინანქრის ფხვნილი
40 გრამი თხლად დაჭრილი ნუში
საცხობი ქაღალდი ფორმისთვის
ფქვილი სამუშაოდ

მომზადების წესი:
1. პუდინგის ფხვნილს შეურიეთ ცოტაოდენი რძე, დანარჩენი რძე ადუღებამდე მიიყვანეთ, დაამატეთ პუდინგის ფხვნილიანი რძე. წამოადუღეთ. შემდეგ გადმოდგით ცეცხლიდან და გააცივეთ. თან დროდადრო ურიეთ, რომ თავი არ გაუშრეს.

2. გააცხელეთ ღუმელი. ფორმაში ჩააფინეთ საცხობი ქაღალდი. კარაქი და შაქარი ათქვიფეთ ჰაეროვანი მასის მიღებამდე, დაუმატეთ კვერცხის გული, ფქვილი და მოზილეთ ერთგვაროვანი ცომი. გააბრტყელეთ და ჩადეთ ფორმაში. დაჩხვლიტეთ ჩანგლით და აცხვეთ 175°-ზე 15 წუთი. გააგრილეთ, ამოიღეთ ფორმიდან და დადეთ ცხაურზე გასაცივებლად.

3. ფორმაში ისევ ჩააფინეთ საცხობი ქაღალდი. კვერცხის ცილა და გული გააცალკევეთ. ცილა ათქვიფეთ მარილთან ერთად გამაგრებამდე, შეურიეთ შაქარი და კვერცხის გული. დაუმატეთ ფქვილი და ფრთხილად მოურიეთ. ჩაასხით ფორმაში და აცხვეთ 25 წუთი. გააგრილეთ, ამოიღეთ ფორმიდან, მოაცილეთ ქაღალდი და აცადეთ ბოლომდე გაცივება.

4. კარაქს და შაქრის პუდრას ურიეთ ჰაეროვანი მასის მიღებამდე. ნელ-ნელა დაუმატეთ გაცივებული პუდინგი. კარაქი და პუდინგი ერთნაირი ტემპერატურის უნდა იყოს. მიღებული კრემი დადგით გრილ ადგილას.

5. მარწყვი გარეცხეთ და შუაზე დაჭერით. ნუში ოდნავ მოხალეთ უცხიმოდ. შოკოლადი დატეხეთ, ორთქლზე გაადნეთ და წაუსვით ფხვიერი ცომისგან გამომცხვარ ფირფიტას. დააფარეთ ბისკვიტი, ზემოდან წაუსვით ფორთოხლის ჯემი, გვერდებზე და ზედაპირზე წაუსვით კრემი და მოაწყვეთ მარწყვი.



6. ხილის წვენს შეურიეთ შაქარი და ტორტის მინანქრის ფხვნილი. პაკეტზე მოთავსებული მიტითებების მიხედვით მოამზადეთ ტორტის მინანქარი და წაუსვით ნამცხვარს. გვერდები მორთეთ თხლად დაჭრილი ნუშით.

რჩევა:
შეგიძლიათ ფირფიტა და ბისკვიტი წინა დღითაც გამოაცხოთ.

ვარიანტები:
ნამცხვარს მოაყარეთ ქოქოსის ფანტელი და მორთეთ პიტნის ფოთლებით. ფორთოხლის ჯემის ნაცვლად, შეგიძლიათ გამოიყენოთ გარგარის ან მარწყვის ჯემი.


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: InterestingSite | ტეგები: კულინარია, მზარეული, mzareuli, kulinaria, რეცეპტები, gemrieli kerdzebi, samzareulo, receptebi, გემრიელი კერძები, სამზარეულო ნანახია: 2341 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]