Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

კრევეტები ბრინჯით და მანგოთი / krevetebi brinjita da mangoti
2014-07-05, 6:52 AM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
125 გ გრძელი ბრინჯი
200 გ გარჩეული კრევეტები
80 გ რუკოლა
1 თავი ხახვი
1 ცალი წითელი წიწაკა
ნახევარი მანგო
2 ს.კ. ზეითუნის ზეთი
50 გ კეშიუ
მარილი – გემოვნებით
ლაიმის ნაჭრები – სერვირებისთვის.

მომზადების წესი:
ბრინჯი მოვხარშოთ მდუღარე მარილიან წყალში და გადავწუროთ. კრევეტები ჩავყაროთ მდუღარე მარილიან წყალში 2 წუთის განმავლობაში და გადავწუროთ. რუკოლა გავრეცხოთ და დავაწყოთ გასაშრობად. ხახვი ალყა-ალყა დავჭრათ. წიწაკა თხელ რგოლებად დავჭრათ. მანგო გავფცქვნათ და 0,5 სმ სისქის ნაჭრებად დავჭრათ. ტაფაზე გავაცხელოთ ზეთი, დავუმატოთ ხახვი და მოვშუშოთ. დავუმატოთ ბრინჯი, კრევეტები და 5 წუთი ვშუშოთ. შევურიოთ დაჭრილი წიწაკა. 5 წუთში დავუმატოთ დაჭრილი რუკოლა, მარილი, მანგო და კეშიუ. სუფრაზე მიტანის წინ თითოეული ულუფა მოვრთოთ ლაიმის ნაჭრებით.


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: InterestingSite | ტეგები: კულინარია, მზარეული, mzareuli, kulinaria, რეცეპტები, gemrieli kerdzebi, samzareulo, receptebi, გემრიელი კერძები, სამზარეულო ნანახია: 1397 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 2.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]