Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

ვარენიკი ალუბლით / vareniki alublit
2014-07-05, 6:19 AM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
3 ჭიქა ხორბლის ფქვილი
½ ჭიქა რძე
½ ჭიქა წყალი
1 ცალი კვერცხი
1 ჩაის კოვზი მცენარეული ზეთი
1 ჩაის კოვზი მარილი

შიგთავსისთვის:
400-500 გრამი მსხვილი ალუბალი
3-4 სუფრის კოვზი შაქრის ფხვნილი

მომზადების წესი:
1. ალუბალი გაარჩიეთ, გარეცხეთ და დაკურკეთ. მოათავსეთ ფაიფურის ჭურჭელში და მოაყარეთ რამდენიმე სუფრის კოვზი შაქრის ფხვნილი ისე, რომ ალუბალი კარგად დატკბეს და წვენიც გაუშვას. დატოვეთ რამდენიმე ხნით მაცივარში.

2. შეაზავეთ ერთმანეთში რძე, თბილი წყალი, მარილი და ზეთი; მოურიეთ, რომ მარილი კარგად გაიხსნას სითხეში.

3. გაცერით ჯამში ფქვილი, დაუმატეთ მას კვერცხი, წყლისა და რძის ნაზავი, და მოზილეთ ცომი. თუ ფქვილი დაგაკლდათ — ცოტ-ცოტა კიდევ შეაზილეთ მანამ, სანამ არ მიიღებთ საკმაოდ მკვრივ ცომს (დაახლოებით ისეთს, როგორსაც ხინკლისთვის ვამზადებთ). გამზადებულ ცომს გადააკარით პოლიეთილენი და დატოვეთ 30-40 წუთით, რათა ცომმა „დაისვენოს“. შემდეგ ისევ მოზილეთ (1 წუთის განმავლობაში) და დაიწყეთ ვარენიკების ფორმირება.

4. დაახლოებით კაკლისოდენა ცომის ბურთულა თხლად გააბრტყელეთ, მოათავსეთ ზედ ორი ან სამი ალუბალი და სურვილისამებრ მოაყარეთ ალუბალს მწიკვი შაქრის ფხვნილი (თუ უფრო მჟავე შიგთავსი გირჩევნიათ, შეგიძლიათ დამატებით შაქარი აღარ მოაყაროთ). შემდეგ გადაკეცეთ ცომი ნახევრად და კარგად შეაწებეთ კიდეებზე ისე, რომ მიიღოთ ნახევარმთვარის ფორმის ვარენიკი.

5. ვარენიკები ჩაყარეთ მდუღარე წყალში და ხარშეთ დაახლოებით 5-7 წუთის განმავლობაში. ეცადეთ არ გადახარშოთ ვარენიკი, წინააღმდეგ შემთხვევაში ცომი გაფუვდება და უგემური გახდება.

6. სუფრაზე მიტანის წინ მოაყარეთ ვარენიკებს დარჩენილი ალუბალი და მოასხით ალუბლის წვენი.

გემრიელად მიირთვით!


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: InterestingSite | ტეგები: კულინარია, მზარეული, mzareuli, kulinaria, რეცეპტები, gemrieli kerdzebi, samzareulo, receptebi, გემრიელი კერძები, სამზარეულო ნანახია: 1326 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]