Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

ოხრახუშის წვნიანი შებოლილი კალმახით / okhrakhushis tsvniani shebolili kalmakhit
2014-07-02, 2:24 PM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
300 გ კარტოფილი
1 თავი ხახვი
1 ს.კ. კარაქი
700 მლ ბოსტნეულის ბულიონი
200 მლ სქელი ნაღები
3 კონა ოხრახუში
150 გ შებოლილი კალმახი
ლიმონის წვენი, ჯავზი, მარილი და პილპილი – გემოვნებით.

მომზადების წესი:
კარტოფილი გავფცქვნათ და დავჭრათ. ხახვი წვრილად დავჭრათ. ხახვი მოვშუშოთ კარაქში, დავუმატოთ კარტოფილი და 2 წუთის განმავლობაში ვშუშოთ. დავასხათ ბულიონი და ნაღები და საშუალო ტემპერატურაზე 15-20 წუთი ვხარშოთ თავდახურული. ამასობაში გავრეცხოთ ოხრახუში, მოვაშოროთ უხეში ღერები, დავასხათ მდუღარე და 1-2 წუთი გავაჩეროთ. შემდეგ გადავწუროთ და ცივი წყალი გადავავლოთ. მწვანილი წვრილად დავჭრათ. ოხრახუში და მოხარშული ბოსტნეული ბლენდერით დავაქუცმაცოთ, დავუმატოთ მარილი, პილპილი, ჯავზი და ლიმონის წვენი. მივიყვანოთ ადუღებამდე და ჩავაწყოთ თევზის ნაჭრები.


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: InterestingSite | ტეგები: მზარეული, კულინარია, mzareuli, რეცეპტები, kulinaria, samzareulo, gemrieli kerdzebi, გემრიელი კერძები, receptebi, სამზარეულო ნანახია: 1284 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]