Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

მაყვლის კობლერი / makvlis kobleri
2014-07-05, 6:14 AM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
1 ჭიქა ფქვილი
1 მთელი 1/2 ჭიქა შაქარი
1 ჩაის კოვზი საცხობი ფხვნილი/გამაფხვიერებელი
1/2 ჩაის კოვზი მარილი
85 გრამი კარაქი, ცივი
1/4 ჭიქა მდუღარე წყალი
2 სუფრის კოვზი სიმინდის ფქვილი
1/4 ჭიქა ცივი წყალი
1 სუფრის კოვზი ლიმონის წვენი
4 ჭიქა მაყვალი, გარეცხილი

მომზადების წესი:
1. გარეცხეთ მაყვალი და გაამშრალეთ. გააცხელეთ ღუმელი 200 C გრადუსზე. დაფარეთ საცხობი ლანგარი ალუმინის ფოლგით.

2. დიდი ზომის თასში ერთმანეთს შეურიეთ ფქვილი, 1/2 ჭიქა შაქარი, გამაფხვიერებელი და მარილი. ჩააჭყლიტეთ კარაქი, დანამცეცებული მასის მისაღებად. შეურიეთ 1/4 ჭიქა მდუღარე წყალი, სანამ ცომის მასა არ გაიჟღინთება.

3. მეორე თასში ჩაასხით ცივი წყალი და შეურიეთ სიმინდის ფქვილი, სანამ ბოლომდე არ გაიხსნება. შემდეგ კარგად შეურიეთ დარჩენილი 1 ჭიქა შაქარიც, ლიმონის წვენი და გარეცხილი მაყვალი. მიღებული მასა გადაიტანეთ საცხობ ტაფაზე და ხშირი მორევით მიიყვანეთ დუღილამდე(საშუალოზე მაღალ ცეცხლზე).

4. ცომი კოვზ-კოვზ თანაბრად მოათავსეთ ტაფაში მდუღარე მაყვლიანი მასის ზედაპირზე და გადადგით ჭურჭელი ფოლგიან საცხობ ლანგარზე. შედგით ღუმელში და აცხვეთ 25 წუთის განმავლობაში, ან სანამ ცომი არ შეყავისფერდება.


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: InterestingSite | ტეგები: კულინარია, მზარეული, mzareuli, kulinaria, რეცეპტები, gemrieli kerdzebi, samzareulo, receptebi, გემრიელი კერძები, სამზარეულო ნანახია: 1284 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]