Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

ქათამი პიკანტური იაპონურ სტილში / qatami pikanturi iaponur stilshi
2014-06-27, 6:32 PM
www.auf.ge -

ქუნჯუთის მარცვლები დაყარეთ გაცხელებულ ტაფაზე და ოდნავ შეაწითლეთ, არ დაგეწვათ, თორემ გამწარდება.

შემადგენლობა:
ქუნჯუთის მარცვლები - 1 ს.კ.
სტაფილო - 2 ცალი
ხის ან ქამა სოკო - 100 გრ
წითელი და მწვანე ტკბილი (ბულგარული) წიწაკა - თითო ცალი
დაკონსერვებული ბამბუკი - 150 გრ (შეგიძლიათ შეცვალოთ გახეხილი ბოლოკით)
მწარე წიწაკა - 1 ცალი
ქათმის ფილე - 300 გრ
მცენარეული ზეთი - 3 ს.კ.
თეთრი მშრალი ღვინო - 3 ს.კ.
ქათმის ბულიონი - 125 გრ (შეგიძლიათ მოამზადოთ ბულიონის კუბიკით)
სოიის სოუსი - 3 ს.კ.
მარილი, დაფქული წიწაკა გემოვნებით

მომზადების წესი:
ქუნჯუთის მარცვლები დაყარეთ გაცხელებულ ტაფაზე და ოდნავ შეაწითლეთ, არ დაგეწვათ, თორემ გამწარდება.

სტაფილო და ბულგარული წიწაკა გაასუფთავეთ და დაჭერით გრძელ, თხელ ნაჭრებად. მწარე წიწაკას მოაშორეთ თესლები და დაჭერით რგოლებად, სოკო - თხელ ნაჭრებად. დაკონსერვებულ ბამბუკს გადაუწურეთ წყალი და დაჭერით წვრილად. თუ ბოლოკს გამოიყენებთ, მსხვილად გახეხეთ. ქათმის ფილე დაჭერით თხელ, მოგრძო ნაჭრებად.

ფილეს ნაჭრები დაბრაწეთ მცენარეულ ზეთში და გადადეთ გვერდით. იმავე ზეთში მოშუშეთ ბოსტნეული, სოკო, დაასხით ღვინო და ბულიონი და შუშეთ 5 წუთი. მუდმივად ურიეთ.

ჩააწყვეთ ფილეს შებრაწული ნაჭრები, მოაყარეთ მარილი, დაფქული წიწაკა, დაუმატეთ სოიის სოუსი და მოაყარეთ ქუნჯუთის მოხალული მარცვლები. კარგად ამოურიეთ და კერძიც მზადაა.

მასალის წყარო: რეიტინგული მენიუ - ჟურნალი "რეიტინგი" - (გამოდის ორშაბათობით)


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: InterestingSite | ტეგები: მზარეული, კულინარია, mzareuli, რეცეპტები, kulinaria, samzareulo, gemrieli kerdzebi, receptebi, გემრიელი კერძები, სამზარეულო ნანახია: 1449 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]