Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

მოშუშული ბოსტნეული ბერძნულად / moshushuli bostneuli berdznulad
2014-07-05, 6:49 AM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
250 გ კიტრი
1 კბილი ნიორი
ნახევარი ლიმონი
150 გ იოგურტი
2 ს.კ. ზეითუნის ზეთი
500 გ ცუკინი
2 ცალი ტკბილი წიწაკა
1 თავი ხახვი
250 გ პეკინური კომბოსტო
1 ს.კ. გიროს სანელებელი (ბერძნული სანელებლების ნაკრები)
მარილი, პილპილი, დაღერღილი წიწაკა – გემოვნებით.

მომზადების წესი:
კიტრი გავფცქვნათ, სიგრძეზე გავჭრათ, თესლი ამოვაცალოთ კოვზით და მსხვილად გავხეხოთ ან ძალიან თხელ, მოგრძო ნაჭრებად დავჭრათ. გახეხილ კიტრს მოვაყაროთ მარილი და 15 წუთი დავტოვოთ. ნიორი წვრილად დავკეპოთ. ლიმონი გამოვწუროთ, ავურიოთ იოგურტი, 1 ს.კ. ზეითუნის ზეთი, 2 ს.კ. ლიმონის წვენი, იოგურტი, დაღერღილი წიწაკა და მარილი. კიტრი გავწუროთ და შევურიოთ დანარჩენ ინგრედიენტებს. ცუკინი და ხახვი გავფცქვნათ. წიწაკას ამოვაცალოთ თესლი. პეკინური კომბოსტო და გარჩეული ბოსტნეული თხლად დავჭრათ. წიწაკა და სტაფილო დარჩენილ ზეთში 3-4 წუთი ვშუშოთ. დავუმატოთ ჯერ ცუკინი და კომბოსტო, ხოლო 2 წუთში ხახვი და წვრილად დაჭრილი ნიორი. მოვაყაროთ გიროსის სანელებელი, მარილი, პილპილი და მოვასხათ იოგურტის სოუსი დარჩენილ ლიმონის წვენთან ერთად.


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: InterestingSite | ტეგები: კულინარია, მზარეული, mzareuli, kulinaria, რეცეპტები, gemrieli kerdzebi, samzareulo, receptebi, გემრიელი კერძები, სამზარეულო ნანახია: 1464 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]