Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

კუბდარი - სვანური საფირმო რეცეპტი / kubdari - svanuri safirmo recepti
2014-06-27, 4:42 PM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
ჩვეულებრივი საფუვრიანი ცომი - 1.5 კგ
საქონლის ან შერეული ფარში - 1 კგ
ხახვი - 3
ხმელი ქინძი, დაფქული - 2 ჩ.კ.
ძირა - 2 ჩ.კ.
ბეგქონდარა - 2 ჩ.კ.
მარილი და პილპილი
წითელი წიწაკა, დაფქული
კარაქი - ზემოდან გადასასმელად

მომზადების წესი:
შეარჩიეთ ცხიმიანი საქონლის ან შედარებით უცხიმო ღორის ხორცი. უკეთესია, თუ შეურევთ ერთმანეთში ორივე სახის ხორცს.
ხორცი წვრილად უნდა დაკეპოთ. დაკეპილი ხორცი დიდხანს უნდა ზილოთ ხელით, რომ კარგად დარბილდეს და სანელებლებიც უკეთ შეერიოს. ზოგიერთი რეცეპტის მიხედვით, ხორცს პატარა ჭიქით ღვინოს ამატებენ, ეს მას შესანიშნავ არომატს აძლევს.

დაკეპილ ხორცს დაუმატეთ წვრილად დაჭრილი ხახვი, სანელებლები, ზეთი და ხელით კვლავ კარგად აზილეთ 20-30 წუთის განმავლობაში. ასე ხორცი რბილდება და სანელებლებით ჯერდება.

ცომი დავყუოთ გუნდებად, გავაბრტყელოთ და ჩავუდოთ გულსართი. ცომი შედარებით სქელი უნდა იყოს, ვიდრე ხაჭაპურის, რომ მძიმე გულსართი შეაკავოს. თავზე ნაჩვრეტი გავუკეთოთ და გამოვაცხოთ ღუმელში . მზას ზემოდან ცხიმი გადავუსვათ.
შეიძლება გამოცხვეს ტაფაზეც.

კუბდარს განსაკუთრებულ არომატს სძენს მთის ქონდარი. სანელებლები შეგიძლიათ თქვენი სურვილით მოაკლოთ ან დაუმატოთ.


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: InterestingSite | ტეგები: მზარეული, კულინარია, mzareuli, რეცეპტები, kulinaria, samzareulo, gemrieli kerdzebi, გემრიელი კერძები, receptebi, სამზარეულო ნანახია: 6320 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]