Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

ნამცხვარი ყავასთან / namckhvari kavastan
2014-07-05, 6:16 AM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
2 ჭიქა ფქვილი
3/4 ჭიქა შაქარი
2 ჩაის კოვზი საცხობი ფხვნილი/გამაფხვიერებელი
1/2 ჩაის კოვზი მარილი
115 გრამი კარაქი
1 ცალი კვერცხი
3/4 ჭიქა რძე, ან მეტი საჭიროებისამებრ
1 მთელი 1/2 ჩაის კოვზი ვანილის ექსტრაქტი

გასაფორმებლად:
1/4 ჭიქა ფქვილი
2/3 ჭიქა შაქარი
1 ჩაის კოვზი დაფქული დარიჩინი
55 გრამი კარაქი

მომზადების წესი:
1. გააცხელეთ ღუმელი 175C გრადუსზე. მოაცხეთ ცხიმი და მოაყარეთ ცოტაოდენი ფქვილი 12×33სმ ზომის საცხობ ფორმას.

2. მოამზადეთ ტკბილი მასა გასაფორმებლად: საშუალო ზომის თასში ერთმანეთს შეურიეთ 1/4 ჭიქა ფქვილი, 2/3 ჭიქა შაქარი და 1 ჩაის კოვზი დაფქული დარიჩინი. ჩაჭყლიტეთ 55 გრამი კარაქი დანამცეცებული მასის მისაღებად.

3. დიდი ზომის თასში ერთმანეთს შეურიეთ 2 ჭიქა ფქვილი, 3/4 ჭიქა შაქარი, 2 ჩაის კოვზი გამაფხვიერებელი და 1/2 ჩაის კოვზი მარილი. ჩაჭყლიტეთ 115 გრამი კარაქი დანამცეცებული მასის მიღებამდე.

4. ჩატეხეთ კვერცხი ჭიქაში და შეავსეთ რძით. ჩაუმატეთ ვანილის ექსტრაქტიც. შემდეგ მოასხით ცომის დანამცეცებულ მასას და ურიეთ, სანამ არ გაიჟღინთება. თანაბრად გადაანაწილეთ საცხობ ლანგარზე და მოაყარეთ დანამცეცებული მასა გასაფორმებლად.

5. აცხვეთ 25-30 წუთის განმავლობაში, გააცივეთ და გემრიელად მიირთვით!


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: InterestingSite | ტეგები: კულინარია, მზარეული, mzareuli, kulinaria, რეცეპტები, gemrieli kerdzebi, samzareulo, receptebi, გემრიელი კერძები, სამზარეულო ნანახია: 1565 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]