Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

ვაშლის ტორტი / vashlis torti
2014-07-05, 6:25 AM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
ბისკვიტისთვის:
3 ცალი კვერცხი
1 მწიკვი მარილი
90 გრამი შაქარი
90 გრამი ფქვილი

სხვა მასალა:
750 გრამი ვაშლი
1 პაკეტი ვანილის პუდინგის ფხვნილი (500 მლ რძისთვის)
450 მილილიტრი ვაშლის წვენი
250 გრამი ნაღები
100 გრამი უცხიმო ხაჭო
1 სუფრის კოვზი შაქრის პუდრა
2 სუფრის კოვზი კვერცხის ლიქიორი (სურვილისამებრ)
საცხობი ქაღალდი ფორმისთვის

მომზადების წესი:
1. გააცხელეთ ღუმელი. ფორმაში ჩააფინეთ საცხობი ქაღალდი.

2. კვერცხის ცილა და გული გააცალკევეთ. ცილა ათქვიფეთ მარილთან ერთად გამაგრებამდე. გული და შაქარი ათქვიფეთ ჰაეროვანი მასის მიღებამდე, დაუმატეთ ათქვეფილი ცილა, მოაყარეთ გაცრილი ფქვილი და მოურიეთ. ცომი ჩაასხით ტორტის ფორმაში, შედგით ღუმელში და აცხვეთ 175°-ზე(ვენტილაციით 160°-ზე) 15 წუთი. ოდნავ გააცივეთ, ამოიღეთ ფორმიდან, მოაცილეთ საცხობი ქაღალდი, დადეთ ცხაურზე და აცადეთ გაცივება.

3. ვაშლი გარეცხეთ, გათალეთ და გაყავოთ ოთხად, გამოაცალეთ გული. ყოველი მეოთხედი დაჭერით სიგანეზე თხელ ნაჭრებად. პუდინგის ფხვნილს შეურიეთ ცოტაოდენი ვაშლის წვენი. დანარჩენი წვენი შაქართან ერთად წამოადუღეთ და დაამატეთ პუდინგის ფხვნილიანი წვენი. შემდეგ შეურიეთ ვაშლის ნაჭრები და კრემი დადგით გასაცივებლად.

4. ბისკვიტს შემოავლეთ ტორტის ფორმის გასახსნელი რგოლი, წაუსვით ვაშლიანი ჟელე და დადგით ცივ ადგილას 2 საათი.

5. ნაღები ათქვიფეთ გამაგრებამდე. ხაჭო და შაქრის პუდრა კარგად აურიეთ და დაუმატეთ ათქვეფილ ნაღებს. მიღებული ხაჭოს კრემი ქულებად გაანაწილეთ ტორტზე. სურვილისამებრ მოასხით კვერცხის ლიქიორი.

რჩევა:
შეგიძლიათ, ვაშლის ტორტის ბისკვიტი ერთი ან ორი დღით ადრე გამოაცხოთ, ხაჭოს კრემით კი უშუალოდ სუფრასთან მიტანის წინ მორთოთ.

ვარიანტები:
კრემში ვაშლის წვენის ნაცვლად გამოიყენეთ მშრალი თეთრი ღვინო ან სიდრი.

მოსართავად:
კვერცხის ლიქიორი მოასხით ჩაის კოვზით ან პატარა ნახვრეტიანი პარკით. ნამცხვარი მორთეთ შოკოლადის ანათალით ან დაჭრილი ნუშით.


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: InterestingSite | ტეგები: კულინარია, მზარეული, mzareuli, kulinaria, რეცეპტები, gemrieli kerdzebi, samzareulo, receptebi, გემრიელი კერძები, სამზარეულო ნანახია: 2347 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]