Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

ღორის ხორცის მედალიონები საზაფხულო სალათით / ghoris khorcis medalionebi sazafkhulo salatit
2014-07-02, 2:52 PM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
0,5 კონა სალათის ფოთოლი
1 კონა ოხრახუში
2 ს.კ. კაპარი
1 ს.კ. საშუალო სიცხარის მდოგვი
50 მლ ბოსტნეულის ბულიონი
3 ს.კ. ზეთი
300 გ მოხარშული და დაჭრილი კარტოფილი
4 ნაჭერი (თითო 80 გ) ღორის რბილი ხორცი
4 ცალი პამიდორი ჩერი
მარილი, წიწაკა – გემოვნებით.

მომზადების წესი:
ოხრახუში და კაპარი წვრილად დავჭრათ. დავასხათ 2 ს.კ. კაპარის მარინადი. მდოგვი, ბულიონი, 2 ს.კ. ზეთი და კაპარი ავურიოთ. დავუმატოთ კარტოფილი, ოხრახუში, მარილი და წიწაკა. ხორცის ნაჭრებს შემოვახვიოთ სამზარეულოს ძაფი, მოვაყაროთ მარილი და წიწაკა. სქელძირიან ტაფაზე გავაცხელოთ ზეთი და ხორცის ნაჭრები ორივე მხრიდან მაღალ ცეცხლზე შევწვათ. შემდეგ ტაფითვე შევდგათ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 7-8 წუთის განმავლობაში. ხორცის ნაჭრები შევახვიოთ ფოლგაში რამდენიმე წუთით. თეფშზე ამოვიღოთ ღორის ხორცის ნაჭრები, კარტოფილის სალათა და შუა-შუა გაჭრილი პამიდვრები.


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: InterestingSite | ტეგები: მზარეული, კულინარია, mzareuli, რეცეპტები, kulinaria, samzareulo, gemrieli kerdzebi, გემრიელი კერძები, receptebi, სამზარეულო ნანახია: 1262 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]