Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

ყვავილოვანი კომბოსტოს ფრიტატა / kvavilovani kombostos fritata
2015-11-26, 0:48 AM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
1 პატარა თავი ყვავილოვანი კომბოსტო
4 ცალი კვერცხი
½ ჭიქა რძე
რამდენიმე ღერი ოხრახუში, კამა და ქინძი
1 პატარა თავი ხახვი (1/3 ჭიქა)
2 სუფრის კოვზი კარაქი
3 სუფრის კოვზი გახეხილი პარმაზანი ზემოდან მოსაყრელად
მარილი, პილპილი და ყვითელი ყვავილი გემოვნებით

მომზადების წესი:
• ყვავილოვანი კომბოსტო გავრეცხოთ, დავშალოთ პატარა ნაწილებად (თუ საჭიროა გაჭერით) და ორთქლსახარშში გავატაროთ დაახლოებით 5 წუთი
• ამასობაში ხახვი დავჭრათ წვრილად და კარაქში მოვშუშოთ
• გათუთქული კომბოსტო მოვათავსოთ ტაფაზე, მოვასხათ მობრაწული ხახვი, მოვაყაროთ მარილი, პილპილი, ყვითელი ყვავილი და წვრილად დაჭრილი მწვანილი
• კვერცხი გავთქვიფოთ, დავამატოთ რძე და მოვასხათ კომბოსტოს
• შევდგათ ღუმელში დაახლოებით 40-50 წუთი 350 გრადუსზე და გამოვაცხოთ
• გამოღებამდე 5 წუთით ადრე მოვაყაროთ გახეხილი ყველი და მოვბრაწოთ ზედაპირი.


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: მზარეული, კულინარია, მზარეულები, mzareulebi, mzareuli, რეცეპტები, kulinaria, samzareulo, receptebi, სამზარეულო ნანახია: 1542 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]