Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

ტორტილია / tortilia
2015-11-26, 0:45 AM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
ტორტიას ფირფიტები (ერთ კასადიას ორი ცალი სჭირდება და იქიდან გამომდინარე თუ რამდენის გაკეთება გსურთ, რაოდენობა თავად დაიანგარიშეთ)
1 ცალი მოზრდილი ქათმის ფილე (ყოფნის ორ კასადიას)
2 ჭიქა გახეხილი ყველი (ასევე ორ ცალზეა გათვლილი)
1 ჩაის კოვზი არაჟანი
2 სუფრის კოვზი ზეთი შესაწვავად

მომზადების წესი:
• ქათმის ფილე დავძიძგნოთ ან დავჭრათ პატარა ნაწილებად და მოვათავსოთ ჯამში
• დავუმატოთ გახეხილი ყველი და არაჟანი
• ტაფაზე დავასხათ ცოტა ზეთი და დავაფინოთ ტორტია
• ზედ დავადოთ ქათმის, ყველისა და არაჟნის ნარევი დაახლოებით 1 სმ სისქეზე
და დავაფაროთ ზემოდან მეორე ტორტია
• ტემპერატურა უნდა იყოს საშუალო, რომ ყველმა მოასწროს დადნობა და ცომიც არ დაგვეწვას
• როდესაც ერთი მხარე დაიბრაწება, ამოვატრიალოთ და მეორე მხარეც დავბრაწოთ
• გადმოვიღოთ დაფაზე, დავჭრათ და მივირთვათ პომიდვრის სოუსთან ან არაჟანთან ერთად.


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: მზარეული, კულინარია, მზარეულები, mzareulebi, mzareuli, რეცეპტები, kulinaria, samzareulo, receptebi, სამზარეულო ნანახია: 1172 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]