მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად |
კარტოფილი ქოთანში - ელემენტარული და გემრიელი კერძი / kartofili qotanshi - elementaruli da gemrieli kerdzi
2015-04-09, 5:45 PM |
შემადგენლობა:
კარტოფილი - 2 ცალი
კვერცხი - 2
რძე - 60-80 მლ
მარილი და პილპილი
მომზადების წესი:
გაახურეთ ღუმელი 220 გრადუსზე.
2 დიდი კარტოფილი გათალეთ და თხელ ფირფიტებად დაჭერით. მოაყარეთ მარილი და პილპილი, რაიმე სასურველი სუნელი. პატარა ქოთანს წაუსვით ცხიმი და ჩაალაგეთ კარტოფილის ფენები. შედგით ღუმელში თავდახურული 10 წუთი. შემდეგ გამოიღეთ და დაასხით რძისა და კვერცხის ნარევი. შეაბრუნეთ ღუმელში, თუმცა თავზე ნუ დააფარებთ. მოამზადეთ სანამ კარტოფილი დარბილდება.
შეეცადეთ ძალიან მჭიდროდ არ ჩაალაგოთ კარტოფილის ფენები, რადგან სოუსის დამატების შემდეგ მოცულობაში იმატებს.
გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!
გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით
სულ კომენტარები: 0 | |