Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

შემწვარი ღორის რულეტი ხმელთაშუაზღვისპირულად / shemtsvari ghoris ruleti khmeltashuazghvispirulad
2015-04-09, 5:04 PM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
70 გ შავი ზეთისხილი
50 გ პამიდვრის ჩირი
150 გ ნიახურის ღერები
4 ცალი სალბის ფოთოლი
1 კგ ღორის რბილი ხორცი
3 ს.კ. ზეითუნის ზეთი
200 მლ თეთრი მშრალი ღვინო
300 მლ ხორცის ბულიონი
მარილი, პილპილი – გემოვნებით.

მომზადების წესი:
ზეთისხილი, პამიდვრის ჩირი, ნიახური და სალბი წვრილად დავჭრათ და ავურიოთ. ხორცს დავაფინოთ ცელოფანი და დავბეგვოთ. მოვაყაროთ მარილი და პილპილი. ხორცის ფენაზე მოვათავსოთ გულსართის 2/3 ნაწილი, გადავახვიოთ და კულინარიული ძაფით შევკრათ. ტაფაზე გავაცხელოთ ზეთი, ზედ მოვათავსოთ რულეტი და ყველა მხრიდან შევბრაწოთ, დავასხათ ღვინო და დავუმატოთ დარჩენილი გულსართი. ტაფა შევდგათ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 1,5 საათით. შიგადაშიგ ხორცს მისივე წვენი მოვასხათ.


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: InterestingSite | ტეგები: მზარეული, კულინარია, mzareuli, რეცეპტები, kulinaria, receptebi, როგორ, rogor movamzado, როგორ მოვამზადო, rogor ნანახია: 1175 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]