Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

შოკოლადის ტორტი მსხლით / shokoladis torti mskhlit
2014-10-30, 4:13 AM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
ფქვილი - 25 გრ
კაკაო - 25 გრ
კვერცხი - 6
შაქარი - 100 გრ
კარაქი - 50 გრ
სახამებელი - 20 გრ

კრემი:
შოკოლადი - 250 გრ
ნიგოზი - 30 გრ
შაქარი - 2 ს.კ.
ნაღები 35% - 250 გრ
კარაქი - 60 გრ
1/2 ლიმონის წვენი
კონიაკი - 100 გრ
მსხალი - 3

მომზადების წესი:
ღუმელი გაახურეთ 180 გრადუსზე.
ფქვილი, სახამებელი და კაკაო შეურიეთ ერთმანეთს. კვერცხის ცილა და გული გააცალკევეთ. გულები ათქვიფეთ 60 გ შაქართან ერთად.
2 კვერცხის ცილით და 40 გ შაქრით მოამზადეთ ბეზე. შეურიეთ კვერცხის გულების მესამედი ნაწილი. დაამატეთ გამდნარი კარაქი, ფქვილიანი ნარევი. ბოლოს დაამატეთ დარჩენილი ცილები (ჩანგლით მსუბუქად ათქვეფილი). ცომი გადაიტანეთ საშუალო ზომის ფორმაში და გამოაცხეთ დაახლოებით 25 წუთი.
ტაფაში გაადნეთ 2 ს.კ შაქარი 1 ჩ.კ. წყალთან ერთად, ჩაამატეთ ნიგოზი და გაუკეთეთ კარამელიზება. ბოლოს დაამატეთ 1 ჩ.კ კარაქი, მოურიეთ და გადადეთ გვერდზე.
შოკოლადი დატეხეთ, დაასხით ცხელი ნაღები, დაამატეთ დაჭრილი კარაქი და კარგად მოურიეთ. გააციეთ განაში ბოლომდე.
გათალეთ მსხალი, ამოაცალეთ გული და დაჭერით თხლად. დაასხით კონიაკი და ლიმონის წვენი.
ბისკვიტი ორად გაჭერით. მსხლის წვენის ნაწილით დანამეთ პირველი ფენა და გაანაწილეთ თავად მსხალიც. დაასხით განაშის ნახევარი და მოაყარეთ კარამელიზებული ნიგოზი. დაადეთ ბისკვიტის მეორე ფენა, კვლავ დანამეთ და გადაუსვით დარჩენილი კრემი. ტორტი შეინახეთ მაცივარში რამდენიმე საათი (უმჯობესია ერთი ღამით) . მორთეთ სურვილის მიხედვით.



გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: natalikvirikashvili | ტეგები: კულინარია, მზარეული, mzareuli, kulinaria, რეცეპტები, receptebi, rogor movamzado, როგორ მოვამზადო, როგორ, rogor ნანახია: 1871 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]