Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

შემწვარი გოჭი სადღესასწაულოდ / shemtsvari gochi sadghesastsaulod
2014-10-30, 4:03 AM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
გოჭი
გამდნარი კარაქი - 100 გრ
ნიორი - 2-3 კბილი
პილპილი

მომზადების წესი:
შეარჩიეთ კარგი გოჭი, დაახლოებით 4 კგ. დანაყეთ ნიორი და მსხვილი მარილი ერთად, ეს ნარევი წაუსვით გოჭს შიგნიდან. მოაფრქვიეთ შავი პილპილიც. გარედან წაუსვით წვრილი მარილი და გამდნარი კარაქი ან ერბო. კუდი, ყურები და ჩლიქები ფოლგაში შეუფუთეთ, რომ დროზე ადრე არ დაიბრაწოს და დაიწვას. შედგით ღუმელში 180 გრადუსზე დაახლოებით 1.5 საათი. გოჭს ყოველ 10-15 წუთში ფუნჯით უსვით გამდნარი კარაქი. შეწვის დასრულებამდე 15-20 წუთით ადრე მოაცილეთ გოჭს ფოლგა.

თუ ყველაფერს სწორად გააკეთებთ, გოჭის კანი გამოვა საოცრად გემრიელი, პრიალა და კრაწუნა.


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: natalikvirikashvili | ტეგები: კულინარია, მზარეული, mzareuli, kulinaria, რეცეპტები, receptebi, rogor movamzado, როგორ მოვამზადო, როგორ, rogor ნანახია: 1631 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]