Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

უგემრიელესი ნაზუქი ბებიის რეცეპტით / ugemrielesi nazuqi bebiis receptit
2014-10-30, 3:48 AM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
ფქვილი - დაახლოებით 4 კგ
რძე - 3 ლ
შაქარი - 3 კგ
მიხაკი - 2 ჩ.კ. დაფქული
დარიჩინი - 2 ჩ.კ. დაფქული
ვანილი - 2-3 პაკეტი
მაწონი - 800 გრ
კვერცხი - 4 ცომში, 7 - ზემოდან გადასასმელად
საფუარი - 2-3 ს.კ.
ზეთი - 400 გრ
ქიშმიში

მომზადების წესი:
საფუარი თბილ რძეში გახსენით და აფუება აცალეთ. შაქარიც თბილ რძეში უნდა გაიხსნას.

ფქვილს შუაში გაუკეთეთ ღრმული, ჩაასხით საფუარიანი მასა, შაქრიანი რძე, მაწონი, ზეთის ნახევარი, კვერცხები და სანელებლები (სანელებლების რაოდენობა გემოვნების მიხედვით შეგიძლიათ გაზარდოთ). დაიწყეთ ცომის მოზელვა.ზელვა საჭიროა დიდხანს, სანამ ცომი არ გახდება ელასტიური, მკვრივი და ბუშტუკებიანი, ხელები ისველეთ დარჩენილ ზეთში. დიდხანს ზელით ცომი ჟანგბადით მდიდრდება. უნდა იყოს დაახლოებით როგორც პურის ცომი, რადგან უფრო რბილი თუა თონეში ჩავარდება, არ მიეკრობა. თუ თონეში არ აცხობთ, შეგიზლიათ უფრო რბილი ცომი მოზილოთ. ბოლოს შეურიეთ ქიშმიშიც. შემდეგ დადგით ასაფუებლად.

ამის შემდეგ წესით თონე უნდა გაახუროთ. გათქვეფილი კვერცხი ესმევა უკვე ჩაკრულ ნაზუქს, სასურველია ორჯერ წასმა, უფრო მკვეთრი ფერისთვის. ამას გაზქურაში ვერ გააკეთებთ, უბრალოდ გამოცხობის წინ წაუსვამთ კვერცხს( ამ შემთხვევაში ნაკლები რაოდენობის კვერცხი დაგჭირდებათ, რადგან თონისგან განსხვავებით ჰორიზონტალურ მდგომარეობაში ცხვება) და პირდაპირ გამოაცხობთ, ზემოდან გრილით დაბრაწეთ.
ბოლოს თონეში ჩაყარეთ 1-2 მუჭა შაქარი და სწრაფად დააფარეთ (როგორც წესი ფიცრებს აფარებენ ხოლმე) ზემოდან კი რაიმე სქელი ქსოვილი, თუნდაც ძველი ტანსაცმელი, რომელსაც აღარ იცვამთ. შაქრის ჩაყრისას ამოდის საშინელი ბოლი, რომელიც თვალებს დაგწვავთ თუ დროზე არ დააფარებთ. ამ დამწვარი შაქრის ბოლში ცხვება ნაზუქი.

პ.ს. გაზქურაში ცხობისას შაქარი არ შეაყაროთ, ვინმეს ხანძარი არ ეგონოს :)

რეცეპტის წყარო http://ratatui.me/nazuqi/


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: natalikvirikashvili | ტეგები: კულინარია, მზარეული, mzareuli, kulinaria, რეცეპტები, receptebi, rogor movamzado, როგორ მოვამზადო, როგორ, rogor ნანახია: 1978 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]