Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

სოკოს წვნიანი გუფთებით / sokos tsvniani guftebit
2014-10-30, 3:31 AM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
ქამა სოკო - 400 გრ
ხახვი - 1 თავი
სტაფილო - 1
კარტოფილი - 2
მწვანე ხახვი
მარილი და პილპილი

გუფთები:
ფარში - 200 გრ
მარილი და პილპილი
ნიორი - 1-2 კბილი
კვერცხი - 1
ოხრახუში

მომზადების წესი:
ფარშს შეურიეთ კვერცხი, დაკეპილი ნიორი, ოხრახუში, მარილი და პილპილი. კარგად აურიეთ და გააკეთეთ პატარა გუფთები.

ქვაბში გააცხელეთ ცოტა ზეთი და შებრაწეთ გუფთები. გადაიტანეთ ცალკე თეფშზე, იმავე ქვაბში კი მოშუშეთ დაჭრილი სოკო და ხახვი. დაამატეთ დაჭრილი სტაფილო და განაგრძეთ შუშვა. შემდეგ დაამატეთ წვრილ კუბებად დაჭრილი კარტოფილი და ცხელი წყალი. წამოადუღეთ, ჩააბრუნეთ ქვაბში გუფთები, დააფარეთ თავზე და ხარშეთ დაახლოებით 15 წუთი, სანამ კარტოფილი დარბილდება.
მზა სუპს დაამატეთ დაჭრილი მწვანილი, მარილი და პილპილი.


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: natalikvirikashvili | ტეგები: კულინარია, მზარეული, mzareuli, kulinaria, რეცეპტები, receptebi, rogor movamzado, როგორ მოვამზადო, როგორ, rogor ნანახია: 1374 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]