Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

გემრიელი სადილი მთელი ოჯახისათვის - გუფთებიანი სუპი - კოკოშკა / gemrieli sadili mteli ojakhisatvis - guftebiani supi - kokoshka
2014-10-10, 7:13 PM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
1 კგ. ფარში (შერეული)
1 ც. კვერცხი
ბრინჯი
ნიორი
ოხრახუში, ქინძი, ნიახური
ხმელი ქონდარი, ქიძის სუნელი, უცხო სუნელი
აჯიკა
პილპილი, მარილი, წიწაკა, შაქარი
ტომატ-პასტა
ხახვი
დაფნის ფოთოლი

მომზადების წესი:
1. შერეულ ფარშს დავამატოთ პილპილი, მარილი, ხმელი ქონდარი, ნახევარი(პატარა) ყავის ჭიქა ბრინჯი; ასევე დავამატოთ 4 დიდი თავი გატარებული ხახვი, გატარებული ნახევარი კონა ქინძი, ნახევარი კონა ოხრახუში, 3-4 ღერი ნიახური, ცოტა უცხო სუნელი, ცოტა ქინძის სუნელი და 1 ცალი კვერცხი. კარგად ავზილოთ ხელით, შემდეგ კი გავაკეთოთ პატარ-პატარა გუნდები და კარგად შევწვათ ზეთიან ტაფაზე. დაახლოებით 70 გუნდა მაინც გამოდის.

2. ცალკე ტაფაზე მოვშუშოთ 1 თავი ხახვი და დავამატოთ 2 ს.კ. ტომატ-პასტა. ჩავაჭყლიტოთ 4 კბილი ნიორი, 1.5 ჩ.კ. ქინძის სუნელი, 1.5 ჩ.კ. უცხო სუნელი, ნახევარი ჩ.კ. მარილი, ნახევარი ჩ.კ. შაქარი და ცოტა აჯიკა (უმჯობესია მშრალი).

3. ქვაბში ჩავასხათ წყალი და წამოვადუღოთ. როდესაც წყალი წამოდუღდება, შიგნით ჩავუშვათ სუნელებიანი მასა, 2 დაფნის ფოთოლი, 1 ს.კ. ბრინჯი, შემწვარი გუფთები; ასევე ჩავამატოთ პილპილი და დაფქვილი წითელი წიწაკაც. წვენს გავუსიჯოთ გემო, თუ მარილი აკლია, ჩავამატოთ, შემდეგ კი გავაჩეროთ დაბალ ცეცხლზე. როდესაც ეს ყველაფერი წამოდუღდება, გავაჩეროთ კიდევ ნახევარი საათით და გამორთვისას ვუქნათ დაჭრილი ცოცალი ქინძი.


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: InterestingSite | ტეგები: მზარეული, კულინარია, mzareuli, რეცეპტები, kulinaria, receptebi, როგორ, როგორ მოვამზადო, rogor movamzado, rogor ნანახია: 1811 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]