მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად |
ბადრიჯანი ბულგარულით / badrijani bulgarulit
2014-10-10, 6:05 PM |
შემადგენლობა:
ბადრიჯანი
ბულგარული წიწაკა (წითელი, ყვითელი და მწვანე)
ხახვი
ქინძი, ოხრახუში, რეჰანი
ნიორი
უცხო სუნელი
ქინძის სუნელი
მაიონეზი*
მარილი, პილპილი
მომზადების წესი:
ბადრიჯანი წვრილად დავჭრათ სიგრძეზე და კარგად შევწვათ. როდესაც შეიწვება, გადავიტანოთ ემალის ქვაბში და დავამატოთ წვრილად (სიგრძეზე) დაჭრილი ფერადი ბულგარულები. ასევე დავამატოთ ალყა-ალყა დაჭრილი ხახვი, წვრილად დაჭრილი ქინძი, ოხრახუში და რეჰანი. ჩავაჭყლიტოთ რამოდენიმე კბილი ნიორი. ვუქნათ ცოტა უცხო და ცოტა ქინძის სუნელიც. მოვასხათ მაიონეზი, კარგად ამოვურიოთ და გემრიელად მივირთვათ!
გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!
გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით
სულ კომენტარები: 0 | |