Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

ქათმის ჩაშუშული / qatmis chashushuli
2014-10-10, 5:38 PM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
ქათამი
5 თავი ხახვი
2 ჩ.კ. ტომატ–პასტა
1 ჩ.კ უცხო და ქინძის სუნელი
მარლი, წიწაკა და პილპილი გემოვნებით
ცოცხალი ქინძი

მომზადების წესი:
1. ქათამი დავჭრათ საშუალო ზომის ნაჭრებად და ჩავაწყოთ ქვაბში. შემდეგ ის გამოუშვებს წყალს და ვხარშოთ თავისსავე წყალში. ბოლოს გადავუღვაროთ წყალი და ცოტათი ქვაბშივე მოვხრაკოთ.

2. როდესაც ქათამი მოიხრაკება, დავამატოთ ბლომად ხახვი და უკვე ხახვთან ერთად ვხრაკოთ. შემდეგ ვუქნათ უცხო სუნელი, ქინძის სუნელი, წიწაკა და პილპილი.

3. ორი ჩაის კოვზი ტომატ–პასტა გავხსნათ ერთ ჭიქა წყალში და დავასხათ ქათამს. თუ უფრო წვნიანი კერძი გვინდა, მაშინ ცოტა მეტი წყალი ვუყოთ.

4. ბოლოს ჩავუმატოთ მარილი და ცოცხალი ქინძი. ამოვურიოთ და კერძი მზად არის. გემრიელად მიირთვით!


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: InterestingSite | ტეგები: მზარეული, კულინარია, mzareuli, რეცეპტები, kulinaria, receptebi, როგორ, როგორ მოვამზადო, rogor movamzado, rogor ნანახია: 2756 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]