მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად |
აჯაფსანდალი - ბადრიჯანი პამიდვრით / ajafsandali - badrijani pamidvrit
2014-10-10, 4:45 PM |
შემადგენლობა:
1 კგ. ბადრიჯანი
3 ცალი ხახვი
2 ცალი წითელი ბულგარული წიწაკა
4 ცალი პამიდორი
ოხრახუში და ქინძი
2 კბილი ნიორი
ცოტა პილპილი
მარილი გემოვნებით
მომზადების წესი:
1. ბადრიჯანი გავფრცქვნათ, გავჭრათ შუაზე ოთხად და დავჭრათ კუბიკებად. გავაჩეროთ 3-4 საათით. ამის შემდეგ ბადრიჯანი თავის წვენს გამოუშვებს და მერე უნდა გავწუროთ.
2. ტაფაზე დავასხათ ზეთი და დავყაროთ დაჭრილი ხახვი, ბულგარული წიწაკა და დავაყაროთ გაწურული ბადრიჯანი. რომ არ მიიწვას, დავამატოთ 1 ჭიქა წყალი და დავახუროთ თავსაფარი. 15 წუთი მოვშუშოთ.
3. ამ დროის გასვლის შემდეგ დაჭრილი პამიდორი, ნიორი და მწვანილი დავამატოთ. შემდეგ კიდევ 10 წუთით მოვშუშოთ. ბოლოს პილპილი და მარილი გემოვნებით ჩავუმატოთ. გემრიელად მიირთვით!
გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!
გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით
სულ კომენტარები: 0 | |