მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად |
ღუმელში შემწვარი ღორის ხორცი / ghumelshi shemtsvari ghoris khorci
2014-10-10, 4:00 PM |
შემადგენლობა:
ღორის ხორცი - 1 კგ
ნიორი - 6 კბილი
მწვანე წიწაკა - 1 ცალი
ლიმონის წვენი - 1/2 ჭ
ზეთი - 1/2 ჭ
სოიოს სოუსი - 1-2 ს.კ
მარილი
მომზადების წესი:
ნიორთან ერთად დავნაყოთ მარილი და წიწაკა.
ხორცის ნაჭერი დავჩხვლიტოთ. კარგად შევაზილოთ დანაყილი ინგრედიენტები. დაჩხვლეტილ ადგილებში ჩავტენოთ ნივრისა და წიწაკის ნარევი.
დავასხათ სოიის სოუსის, ლიმონის წვენისა და ზეთის ნარევი. 6-8 საათი გავაჩეროთ, რომ გაუჯდეს.
ხორცის ნაჭერს კიდევ მოვაყაროთ მარილი. პერგამენტის ქაღალდს წავუსვათ დამარინადებული ხორცის წვენი, ზედ მოვათავსოთ ხორცის ნაჭერი და 2-3 პირად შევახვიოთ.
250 გრადუსზე გახურებულ ღუმელში ბოლო თაროზე შევდგათ წყლით სავსე თუნუქის ფურცელი, შუა თაროზე კი შემწვარი ხორცი და დაახლოებით 40-50 წუთის განმავლობაში შევწვათ. თუ თუნუქის ფურცელზე წყალი ამოშრა, ჩავუმატოთ.
ხორცს მოვაცალოთ ქაღალდი. თუ ჯერ კიდევ აკლია დარბილება, კვლავ შევახვიოთ და 10 წუთით კიდევ დავაბრუნოთ ღუმელში. თუ ხორცი მზადაა, წყლიანი თუნუქის ფურცელი გამოვიღოთ, ხორცი გადავიტანოთ ცხიმწასმულ ფორმაში და გახურებულ ღუმელში შევდგათ, რომ დაიბრაწოს.
შემწვარი ხორცი ღუმელიდან გამოღების შემდეგ ფოლგის ქვეშ გააჩერეთ 15-20 წუთი. გარნირად უხდება კარაქში შემწვარი კომში და გამომცხვარი კარტოფილი.
გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!
გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით
სულ კომენტარები: 0 | |