Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

მადისაღმძვრელად დაბრაწული ღორის ბარკალი ან კანჭი / madisamghvdzvrelad dabratsuli ghoris barkali an kanchi
2014-10-10, 3:54 PM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
ღორის ბარკალი ან კანჭი - 1.5 კგ
თეთრი ღვინო - 300-400 მლ
როზმარინი - 2 ტოტი
მარილი და პილპილი
დაფნის ფოთოლი - 2, დაფშვნიტეთ
ნიორი - 4 კბილი
კომშის მურაბის წვენი - 3 ს.კ
მდოგვი - 1 ს.კ
ზეთი - 1 ს.კ

მომზადების წესი:
ყველა სანელებელი ერთმანეთს შეურიეთ და წაუსვით ხორცს. გადაიტანეთ ცეცხლგამძლე ფორმაში, დაასხით ღვინო და 24 საათი შედგით მაცივარში. დამარინადების პროცესში რამდენჯერმე გადააბრუნეთ.
ღუმელში შედებამდე 1 საათით ადრე ხორცი მაცივრიდან გამოიღეთ და გაასუფთავეთ სუნელების ნარჩენებისგან.
ზეთს დაამატეთ კომშის მურაბის წვენი (შეიძლება ჩანაცვლდეს გარგრის ან ფორთოხლის მურაბით) და მდოგვი. მიღებული ნარევი წაუსვით ხორცს. მარინადიან ფორმაში ჩადეთ სპეციალური ბადე, ზემოდან დადეთ ხორცი და შედგით ღუმელში. პერიოდულად დაასხით თავისივე წვენი.

შემწვარი ხორცი ღუმელიდან გამოღების შემდეგ ფოლგის ქვეშ გააჩერეთ 15-20 წუთი. გარნირად უხდება კარაქში შემწვარი კომში და გამომცხვარი კარტოფილი.


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: InterestingSite | ტეგები: კულინარია, მზარეული, mzareuli, kulinaria, რეცეპტები, receptebi, როგორ მოვამზადო, როგორ, rogor movamzado, rogor ნანახია: 1790 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]