მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად |
ფაფუკი და გემრიელი ფუნთუშები / fafuki da gemrieli funtushebi
2014-10-10, 3:03 PM |
შემადგენლობა:
რძე - 500 გრ
დარბილებული კარაქი - 125 გრ
კვერცხი - 2
შაქარი - 3 ს.კ.
საფუარი - 1 ს.კ.
ფქვილი - 800 გრ (დაახლოებით)
ვანილი
თბილი წყალი - 1/2 ჭიქა
მომზადების წესი:
წყალი და რძე ცოტა შეათბეთ, შეურიეთ შაქარი და საფუარი. დატოვეთ 10-15 წუთი. ფქვილი გაცერით, დაამატეთ საფუვრიანი რძე, კვერცხი, ვანილი და მოზილეთ ცომი. შეაზილეთ კარაქი. ცომი უნდა იყოს საშუალო სიმაგრის, არ ეწებებოდეს ხელებს. დააფარეთ და დადგით სითბოში გასაფუებლად. ცომი უნდა გაორმაგდეს.
ამის შემდეგ ცომი გააბრტყელეთ 1 სმ სისქეზე, გამოჭერით საშუალო ზომის რგოლები , გადააფარეთ პირსახოცი და დატოვეთ რომ ხელახლა ამოფუვდნენ.
ღრმა ქვაბში გააცხელეთ იმდენი ზეთი, რომ ფუნტუშები ტივტივებდნენ. შეწვით ორივე მხრიდან, საშუალო ცეცხლზე. მზა ფუნთუშები გადაიტანეთ ხელსახოცზე, შემდეგ მოაფრქვიეთ შაქრის პუდრა
მიირთვით თბილ-თბილი.
გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!
გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით
სულ კომენტარები: 0 | |