Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

მერლინგი წითელი მოცხარით / merlingi tsiteli mockharit
2014-10-05, 7:05 PM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
კვერცხი 8
შაქარი 3 1/3 ჭ
რძე 350 მლ
კარაქი 250 გ
ვანილი
მოცხარი, ფორთოხალი ან ალუბალი 400 გ

მომზადების წესი:
1 3/4 ჭიქა შაქრითა და კვერცხის ცილით მოვამზადოთ ბეზეს მასა, გადავიტანოთ თუნუქის ფირცელზე და გამოვაცხოთ დაბალ ცეცხლზე. ზემოდან კარგად რომ მომაგრდება, ღუმლის კარი ოდნავ გამოვხსნათ და კარგად გამოვაშროთ ბეზე.

კვერცხის გულებისა და დარჩენილი შაქრისგან მოვამზადოთ გოგლი-მოგლი, დავასხათ მდუღარე რძე, ავთქვიფოთ და გადავიტანოთ ქვაბში, დავდგათ დაბალ ცეცხლზე და მივიყვანოთ ადუღებამდე. კვერცხიან-რძიანი მასა თან ვთქვიფოთ. როდესაც კრემი ოთახის ტემპერატურაზე შეგრილდება, შევათქვიფოთ დარბილებული კარაქი და ვანილი.

ხილი გავარჩიოთ. გვერდებმოსახსნელ ტორტის ფორმაში ფენა-ფენა მოვათავსოთ გამომცხვარი და შეგრილებული ბეზე, კრემი და ხილი. ბოლო ფენას მოვასხათ კრემი, მოვაყაროთ დაფხვნილი ბეზე და მოვრთოთ ხილით. მომზადებული დესერტი შევდგათ საყინულეში რამდენიმე საათით.

კრემი მცირე-მცირე რაოდენობით, თხლად მოვასხათ ბეზეს ფენას. შეგვიძლია მოვაყაროთ მოხალული და კანგაცლილი ნიგოზიც.



გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: InterestingSite | ტეგები: მზარეული, კულინარია, mzareuli, რეცეპტები, kulinaria, receptebi, როგორ, rogor movamzado, როგორ მოვამზადო, rogor ნანახია: 1390 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]