მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად |
ყურძნის მურაბა ზამთრისთვის / kurdznis muraba zamtristvis
2014-10-05, 6:47 PM |
შემადგენლობა:
თეთრი ყურძენი - 2 კგ
შაქარი - 1 კგ
ყურძნის წვენი - 400 მლ
ნუში - 150 გრ
ვარსკვლავა ანისი (ბადიანი) - 2 ცალი
დარიჩინი - 1/2 ჩ.კ.
მომზადების წესი:
გავრეცხოთ ყურძნის მარცვლები თბილ წყალში, ჩავყაროთ ღრმა ქვაბში და დავაყაროთ შაქარი. ყურძენი წვენს არ გაუშვებს, ამიტომ დავასხათ მაღაზიაში ნაყიდი ან სახლში მომზადებული ყურძნის წვენი.
დავდგათ დაბალ ცეცხლზე და წამოვადუღოთ. ვხარშოთ, სანამ ფერს არ შეიცვლის და გამჭვირვალე არ გახდება. დრო და დრო ამოვურიოთ. შემდეგ დავამატოთ კანგაცლილი ნუში დასანელებლები. ვხარშოთ კიდევ ცოტა ხანს, რომ არომატი კარგად გაუჯდეს, შემდეგ ცხელ-ცხელი მურაბა ჩაასხით გასტერილებულ ქილებში.
გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!
გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით
სულ კომენტარები: 0 | |