Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

ვაშლიანი მაფინები კარამელით / vashlis mafinebi karamelit
2014-10-05, 6:31 PM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
ფქვილი - 1.5 ჭიქა
გამაფხვიერებელი - 2 ჩ.კ.
დარიჩინი - 1/2 ჩ.კ.
მარილი - 1/2 ჩ.კ.
კვერცხი - 2
შაქარი - 150 გრ
ვანილი
ვაშლი - 2 ცალი
ზეთი - 1/2 ჭიქა
კარამელის კანფეტი - 100-150 გრ
ნაღები - 1-2 ს.კ.

მომზადების წესი:
გაახურეთ ღუმელი 180 გრადუსზე. მაფინის ფორმებში ჩააფინეთ ქაღალდები. შეურიეთ ერთმანეთს ფქვილი, გამაფხვიერებელი, დარიჩინი და მარილი. გახეხეთ ვაშლი მსხვილ სახეხზე. ათქვიფეთ კვერცხი და შაქარი, შეათქვიფეთ ზეთი და ვანილი, შეურიეთ ფქვილი, შემდეგ კი ვაშლი.
გაანაწილეთ ცომი ფორმებში და გამოაცხეთ 20-30 წუთი. გადმოიღეთ და გააციეთ.
კარამელის კანფეტები და ნაღები მიკროტალღურში გაადნეთ (იგულისმება კანფეტი "ირისი" / "ფისო-ფისო"). კარგად აურიეთ, რომ ერთნაირი მასა მიიღოთ, ამოავლეთ მაფინები ამ მასაში და აცალეთ გაციება


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: InterestingSite | ტეგები: მზარეული, კულინარია, mzareuli, რეცეპტები, kulinaria, receptebi, როგორ, rogor movamzado, როგორ მოვამზადო, rogor ნანახია: 1479 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]