მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად |
ძველებური შოკოლადისა და ყავის კექსი / dzveleburi shokoladisa da kavis keqsi
2014-10-05, 6:19 PM |
შემადგენლობა:
ფქვილი - 3 ჭიქა
შაქარი - 2 ჭიქა
ცხელი წყალი - 2 ჭიქა
ზეთი - 3/4 ჭიქა
კაკაო - 1/2 ჭიქა
გამაფხვიერებელი - 2 ჩ.კ.
ვანილი
ხსნადი ყავა - 1 ს.კ. (გრანულები)
მარილი - 1 ჩ.კ.
მინანქრისთვის:
კარაქი - 110 გრ
შაქარი - 1.5 ჭიქა
კაკაო - 1-1/4 ჭიქა
ნაღები 35% - 200 გრ
არაჟანი - 1/4 ჭიქა
ხსნადი ყავა - 1 ჩ.კ.
მომზადების წესი:
გაახურეთ ღუმელი 180 გრადუსზე. ჩააფინეთ ქაღალდი 22 სმ დიამეტრის ფორმას. შურიეთ ერთმანეთს მშრალი ინგრედიენტები. ცალკე აურიეთ წყალი+ყავა, ზეთი. ჩაასხით ფქვილიან ნარევში და მოურიეთ. მიღებული ცომი გადაიტანეთ ფორმაში და გამოაცხეთ.
ნამცხვარი გააციეთ და გაჭერით ორად.
მინანქრისთვის გაადნეთ კარაქი, შეურიეთ შაქარი, კაკაო, მწიკვი მარილი. შემდეგ შეურიეთ ნაღები, არაჟანი და ყავა. შემოდგით ცეცხლზე და თან ურიეთ. შაქარი უნდა გადნეს, მასა კი ოდნავ შესქელდეს. ნუ აადუღებთ. გააციეთ მინანქარი ოთახის ტემპერატურამდე.
ნაწილი წაუსვით პირველ ფენას, დაადეთ მეორე ფენა და გადაუსვით დარჩენილი მინანქარი ზემოდანაც და გვერდებზეც.
გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!
გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით
სულ კომენტარები: 0 | |