მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად |
ბლინები ატმით / blinebi atmit
2014-09-16, 8:30 AM |
შემადგენლობა:
კვერცხი - 3
შაქარი - 100 გრ
რძე - 150 გრ
ფქვილი - 200 გრ
სოდა - 1/2 ჩ.კ.
ლიმონის ცედრა - 2 ჩ.კ.
ვანილი
ატამი - 400 გრ
მომზადების წესი:
კვერცხი და შაქარი ავთქვიფოთ მუსისმაგვარი კონსისტენციის მიღებამდე. დავამატოთ რძე და კიდევ ავთქვიფოთ. შემდეგ დავამატოთ გაცრილი ფქვილი, სოდა და ვანილი. ბოლოს დავამატოთ ცედრა.
ატამი გავთალოთ და დავჭრათ საშუალო ზომის ნაჭრებად. დავამატოთ ცომში და ფრთხილად გადავურიოთ.
გამოვაცხოთ ზეთიან ტაფაზე, ორივე მხრიდან. ტაფაზე დავასხათ თითო კოვზი ცომი, ისე რომ 2-3 ნაჭერი ატამიც შეჰყვეს. ცეცხლი უნდა იყოს საშუალოზე ოდნავ დაბალი.
გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!
გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით
სულ კომენტარები: 0 | |