მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად |
ათასფენა დესერტი ვაშლით / atasfena deserti vashlit
2014-08-25, 10:14 PM |
შემადგენლობა:
ვაშლი "გრანი სმიტი" - 2.5 კგ
ლიმონი - 1
შაქარი - 200 გრ
დარიჩინი - 1.5 ჩ.კ.
მომზადების წესი:
ვაშლი გათალეთ და 3 მმ სისქის სიფრიფანა ნაჭრებად დაჭერით. მოასხურეთ ლიმონის წვენი.
22 სმ დიამეტრის ფორმას დააფინეთ ძირში ქაღალდი. ძირს და გვერდებს სქლად წაუსვით კარაქი.
დარიჩნი და შაქარი ერთმანეთს შეურიეთ. ნაწილი მოაყარეთ ვაშლის ნაჭრებს და ამოურიეთ.
ვაშლის ნაჭრები თანაბარ ფენად ჩაალაგეთ ფორმაში, მოაფრქვიეთ 1 ჩ.კ დარიჩინიანი შაქარი, დაალაგეთ მეორე ფენა ვაშლი და კვლავ 1 კოვზი დარიჩნიანი შაქარი მოაყარეთ. ასე განაგრძეთ სანამ ვაშლი და შაქარი არ დამთავრდება. ფენები მსუბუქად დატკეპნეთ ხელით. ზემოდან დაასრულეთ შაქრის მოფრქვევით. გამოაცხეთ 170- 180 გრადუსზე 30-40 წუთით. თავზე ფუნჯით გადაუსვით თავისივე კარამელიზებული წვენი
გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!
გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით
სულ კომენტარები: 0 | |