მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად |
შოკოლადის მუსი (4 პორცია) / chocolate muse / shokoladis musi
2014-08-24, 11:50 AM |
შემადგენლობა:
კვერცხი - 1 ცალი
შაქარი - 80 გრ.
წყალი - 50 მლ.ლ.
კარაქი - 20 გრ.
კაკაოს ფხვნილი - 1 ჩაის კოვზი
პურის ფქვილი - ½ სუფრის კოვზი
შესქელებული რძე - 50 მლ.ლ;
ვანილი, ლიმონის ან სხვა ხილის ცედრა - სურვილისამებრ
აგრეთვე საჭიროა - 4 ცალი თიხის, ცეცხლგამძლე ფიალა, ქვაბი ან ღრმა თუნუქის ფურცელი, რაშიც ჩაიდგმება თიხის ჭურჭელი
მომზადების წესი:
50 გრ.შაქრისა და წყლისაგან გააკეთეთ სიროფი და გაცხელეთ 110-120 გრადუსამდე.
ცილისა და 2 სუფრის კოვზი შაქრისგან გააკეთეთ ბეზე, რომელიც უნდა იყოს მყარი,
(კვერცხის გული არ გადააგდოთ)
ბეზეს შეურიეთ ცხელი სიროფი - ძალიან წვრილი ნაკადით, თან უნდა თქვიფოთ მიქსერით - მაღალ სიჩქარეზე.
შემდგომ შეურიეთ შერბილებული კარაქი და განაგრძეთ თქვეფა,
დაადგით წყალი ასადუღებლად,
გაახურეთ ღუმელი 180 გრადუსამდე,
გააკეთეთ გოგლი-მოგლი გადანახული კვერცხის გულის, დარჩენილი შაქრისა და კაკაოსაგან.
კაკაოიან გოგლი-მოგლს დაუმატეთ ფქვილი და შესქელებული რძე, (ან ნაღები)
ეს ორი მასა შეურიეთ ერთმანეთს.
თიხის ქოთნებს მოაყარეთ ფქვილი და ჩაასხით მუსის მასა,
ჩაასხით ისე, რომ ფიალების მხოლოდ ¾ დაფაროს, ანუ ბოლომდე არ გაავსოთ.
თიხის ფიალები ჩადგით წინასწარ მომზადებულ ღრმა ჭურჭელში და დააასხით ადუღებული წყალი, ისე რომ მუსის მასას წყალი არ მოხვდეს.
ასე, წყალში ჩადგმული თიხის ფიალები ხურდება თანაბრად და მუსი ცხვება უკეთესად.
შედგით აირღუმელში და შეამოწმეთ 10-12 წუთში,
მზად ყოფნის შემოწმება ხდება ხის ჩხირით.
თუ ხის ჩხირს არ ამოჰყვა ცომის მასა - ე.ი. მზად არის.
გამოიღეთ და მორთეთ შოკოლადით ან ნაყინით.
გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!
გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით
სულ კომენტარები: 0 | |