Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

კომბოსტოს სამარხვო ღვეზელი / kombostos samarkhvo ghvezeli
2014-08-24, 11:43 AM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
ცომი:
220 მლ თბილი წყალი
2 ს.კ. მცენარეული ზეთი
4 ჭიქა ფქვილი
4 ჩ.კ. შაქარი
1½ ჩ.კ. მარილი
1 ჩ.კ მშრალი საფუარი

გულსართი:
1 თავი ხახვი
1–2 კბილი ნიორი
2–3 ღერო მწვანე ხახვი
1 ჩ.კ. კერი
1/2 ჩ.კ. დაფქული ქინძი
მარილი გემოვნებით
მცენარეული ზეთი

მომზადების წესი:
დიდ ჯამში მოვამზადოთ საფუარი მასა თბილი წყალი, ზეთი, შაქარი, მარილი და საფუარი (ბუშტუკების გაჩენამდე) გავაჩეროთ თავზე ჩაის ტილო გადაფარებული. დავამატოთ ფქვილი, კარგად გადავზილოთ და დავდგათ თბილ ადგილას. ცომი უნდა გაორმაგდეს.

დიდ ტაფაზე გავაცხელოთ მცენარეული ზეთი, დავყაროთ წვრილად დაჭრილი ხახვი და ნიორი, მოვთუშოთ ხახვის გამჭვირვალობამდე. დავამატოთ დაჭრილი კომბოსტო, დავახუროთ თავსახური და ვამზადოთ, ბოლოში დავამატოთ სუნელები და მარილი. გადავიტანოთ დიდ ჯამში და ვაცადოთ გაგრილება. დავამატოთ დაჭრილი მწვანე ხახვი და გადავურიოთ.

ცომი გავაბრტყელო და დავჭრათ წრეებად. კომბოსტოს გულსართი ჩავდოთ თითოეული წრის შუაში და მოვუკრათ თავი. გავაცხელოთ ტაფზე ზეთი და გამოვაცხოთ ღვეზელები.


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: InterestingSite | ტეგები: კულინარია, მზარეული, mzareuli, kulinaria, რეცეპტები, receptebi, როგორ მოვამზადო, rogor movamzado, როგორ, rogor ნანახია: 1159 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]