Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

ქათმის მწვადი / qatmis mtsvadi
2014-08-24, 11:35 AM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
1 კგ ქათმის მკერდი
1 ჭიქა (200-250 გრ.) წითელი სმაროდინა
5-6 ც. შავი სმაროდინა
1 კონა ისპანახი
1 ც. მიხაკი
1 ს.კ. ლიმონის წვენი
1 ს.კ. შაქარი
1/2 ჩ.კ. დაფქული დარიჩინი
მარილი, შავი წიწაკა

მომზადების წესი:
მიხაკი დავნაყოთ როდინში. სმაროდინა გავრეცხოთ, მოვაშოროთ ტოტიდან, დავაბლენდეროთ. დავამატოთ ლიმონის წვენი, შაქარი, მიხაკი და დარიჩინი, გადავურიოთ. ქათმის მკერდი დავჭრათ 2-3 სმი–ის სიგანის გრძელ ნაჭრებად, ცოტა დავბეგვოთ. მოვასხათ მარინადი ფილეს, გადავურიოთ და შევინახოთ გრილ ადგილას 15-20 წთ–ი. ისპანახი გავრეცხოთ და გავაშროთ.

ამოვიღოთ ხორცი მარინადიდან და მოვაშოროთ დაღჩენილი სმაროდინა. თითოეული ნაჭრის ერთ მხარეზე დავდოთ ისპანახის ფოთოლი და გადავახვიოთ რულეტად. ხის შამფურებზე წამოვაცვათ 3–3 რულეტი და შევწვათ ტაფა–გრილზე (შესაძლებელია გრილზე შეწვაც, შამფურის თავსა და ბოლოებში გავუკეთოთ ფოლგა) ყველა მხრიდან, 10-15 წთ–ი დაახლოებით. ყურადღება მივაქციოთ მარინადი რომ არ მიიწვას. მივირთვათ მწვანე სალათასთან ერთად.


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: InterestingSite | ტეგები: კულინარია, მზარეული, mzareuli, kulinaria, რეცეპტები, receptebi, როგორ მოვამზადო, rogor movamzado, როგორ, rogor ნანახია: 1283 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]