მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად |
ცხვრის ხორცი ესპანურად / ckhvris khorci espanurad
2014-08-24, 11:11 AM |
შემადგენლობა:
1 ცალი ცხვრის მხარი (1,6 კგ)
300 გ სტაფილო
200 გ ნიახურის ღერები
150 გ ხახვი
2 ტოტი როზმარინი
6 ს.კ. ზეითუნის ზეთი
15 კბილი ნიორი
1 ს.კ. კამის თესლი
4 ცალი დაფნის ფოთოლი
1 ს.კ. ტომატპასტა
2 ს.კ. ნეკერჩხლის ვაჟინი
250 მლ წითელი ღვინო
500 მლ ბოსტნეულის ბულიონი
1 კონა ოხრახუში
ზღვის მარილი, ახალდაფქული პილპილი - გემოვნებით.
მომზადების წესი:
ხორცის ნაჭერს მოვაშოროთ ზედმეტი ცხიმი, მოვაყაროთ ზღვის მარილი და პილპილი. სტაფილო და ნიახური 1 სმ სიგრძის ნაჭრებად, ხახვი კი სეგმენტებად დავჭრათ. როზმარინი დავკეპოთ. დიდ ტაფაში გავაცხელოთ ზეთი, მოვათავსოთ ცხვრის მხარი და ყველა მხრიდან მაღალ ცეცხლზე შევბრაწოთ. ხორცი ამოვიღოთ ტაფიდან. იმავე ცხიმში ჩავყაროთ ხახვი, ნიორი, სტაფილო, ნიახური, როზმარინი, კამის თესლი, ტომატპასტა, მარილი, პილპილი და 2-3 წუთი ვშუშოთ. დავასხათ ნეკერჩხლის ვაჟინი და ღვინო და ცოტა ხანს ვადუღოთ. შემდეგ დავუმატოთ ბოსტნეულის ბულიონი, ჩავდოთ ცხვრის ხორცი და 160 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 3,5-4 საათის განმავლობაში შევწვათ. ბოლოს მოვაყაროთ დაჭრილი ოხრახუში.
გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!
გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით
სულ კომენტარები: 0 | |