Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

ხმელთაშუაზღვის ბოსტნეულის წვნიანი / khmeltashuazghvis bostneulis tsvniani
2014-08-24, 11:08 AM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
2-3 ს.კ. ზეითუნის ზეთი
500 გ მწიფე პამიდორი
3 ცალი დიდი ზომის ტკბილი წითელი წიწაკა (შუაზე გაჭრილი და თესლამოღებული)
3 ცალი სიგრძეზე გაჭრილი ცუკინი
1 ცალი პატარა, სიგრძეზე გაჭრილი ბადრიჯანი
შუა-შუა გაჭრილი 4 კბილი ნიორი
2 თავი 8 ნაწილად დაჭრილი ხახვი მწიკვი ხმელი ქონდარი
4 ჭიქა ქათმის ბულიონი
1 ს.კ. მარილი
1 ს.კ. პილპილი
დაჭრილი რეჰანი - გასაფორმებლად.

მომზადების წესი:
წინასწარ გავახუროთ ღუმელი 375 გრადუსამდე. ტაფაზე წავუსვათ ფუნჯით ზეითუნის ზეთი. მოვაწყოთ ზედ ბოსტნეული: პამიდორი, წიწაკა, ცუკინი და ბადრიჯანი (გაჭრილი პირით ქვემოთ. საჭიროების შემთხვევაში გამოიყენეთ 2 საცხობი ჭურჭელი). ბოსტნეულს შორის ჩავალაგოთ ნივრისა და ხახვის ნაჭრები, ზემოდან მოვასხუროთ ზეითუნის ზეთი. მოვაყაროთ მარილი, პილპილი და ქონდარი. 35 წუთით შევდგათ ღუმელში გამოსაცხობად. როდესაც მზად იქნება, გავაგრილოთ, ბადრიჯანს და წიწაკას უხეში კანი მოვაცილოთ, ბოსტნეული დავჭრათ საჭრელით ან დანით (პიურესავით არ უნდა იყოს). დიდი ზომის ტაფაზე მოვათავსოთ დაჭრილი ბოსტნეული და დავასხათ ქათმის ბულიონი. წამოვადუღოთ 20-30 წთ. სანამ არ დარბილდება. საჭიროებისამებრ დავუმატოთ მარილი, წიწაკა, ქონდარი, ზემოდან მოვრთოთ რეჰანით ან შაშკვლავით.


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: InterestingSite | ტეგები: მზარეული, კულინარია, mzareuli, რეცეპტები, kulinaria, receptebi, როგორ, rogor movamzado, როგორ მოვამზადო, rogor ნანახია: 1401 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]