მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად |
სახლში გამომცხვარი ბლითები / sakhlshi gamomckhvari blitebi
2014-08-24, 10:55 AM |
შემადგენლობა:
ფქვილი - 400 გრ
შაქარი - 100 გრ
კვერცხი - 1
ზეთი - 50-60 მლ
რძე - 100 გრ
ვანილი
მომზადების წესი:
ფქვილი, შაქარი, ვანილი, ზეთი კვერცხი, რძე შევურიოთ და მოვზილოთ ცომი. შევდოთ მაცივარში და გავაციოთ 30-40 წუთი. ცომს მივცეთ წვრილი ძეხვის ფორმა და დავჭრათ პატარა ნაჭრებად, თითოეულ ნაჭერს კვლავ მივცეთ წვრილი ძეხვის ფორმა და ბოლოები შევაერთოთ. სასურველია ცომი დავამუშავოთ ფქვილის გარეშე.
საბოლოოდ, გადავიტანოთ ქაღალდდაფენილ ტაფაზე, ზემოდან გადავუსვათ ფუნჯით კვერცხი (შეგვიძლია არაფერი არ წავუსვათ) და გამოვაცხოთ 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 10-15 წუთი
გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!
გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით
სულ კომენტარები: 0 | |