Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

კიევური ტორტი - ერთ-ერთი საუკეთესო რეცეპტი / kievuri torti - ert-erti sauketeso recepti
2014-08-24, 10:42 AM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
კვერცხის ცილა - 200 გრ (6-7 კვერცხი დაახლ.)
შაქარი - 230 გრ
თხილი, მოხალული და მსხვილად დაფქული - 150 გრ
ფქვილი - 50 გრ
ვანილი

კრემი:
შაქარი - 200 გრ
კვერცხის გული - 6-7 (რაც ცილებიდან დარჩა)
რძე, ცხიმიანი - 150 მლ
დარბილებული კარაქი - 250 გრ
კაკაო - 10 გრ
ვანილი
კონიაკი - 1 ს.კ.

მომზადების წესი:
კვერცხის ცილა ავთქვიფოთ, თანდათან შევათქვიფოთ შაქარი. მივიღებთ ბეზეს, რომელსაც ბოლოს ვამატებთ ფქვილს და წვრილად დაჭრილ თხილს. ეს მასა უნდა გადავიტანოთ 2 საშუალო ზომის ერთნაირ ფორმაში, რომელშიც წინასწარ ჩავაფენთ საცხობ ქაღალდს. ცხვება 150 გრადუსზე 2 საათი. გამომშრალი ბეზე გავაციოთ 12 საათი და ავაცალოთ ქაღალდი.
მოვამზადოთ კრემი: ქვაბში ავურიოთ რძე და კვერცხი, დავამატოთ შაქარი. დავდგათ დაბალ ცეცხლზე და ვხარშოთ ადუღებიდან 5 წუთი. გაგრილების შემდეგ შევათქვიფოთ კარაქი და ვანილი.
200 გ კრემს შევურიოთ კაკაო, თეთრს დავამატოთ კონიაკი. ბეზეს ფენებს წავუსვათ თეთრი კრემი, გარედან და გვერდებზე კაკაოანი. მოსართავად შეგვიძლია გამოვიყენოთ თხილი ან თეთრი კრემი


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: InterestingSite | ტეგები: rogor, როგორ მოვამზადო, rogor movamzado, როგორ, receptebi, kulinaria, რეცეპტები, mzareuli, კულინარია, მზარეული ნანახია: 3849 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]