Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

ეკლერისა და შუს ცომი - მარტივი და დეტალური რეცეპტი / eklerisa da shus comi - martivi da detaluri recepti
2014-08-24, 10:37 AM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
კარაქი 100 გ
წყალი 250 მლ
ფქვილი 200 გ
მარილი 1/2 ჩ.კ
კვერცხი 4

მომზადების წესი:
დაჭრილი კარაქი ქვაბში მოვათავსოთ, დავასხათ წყალი და ცეცხლზე დავდგათ. მივიყვანოთ ადუღებამდე, ამასობაში კარაქი მთლიანად უნდა გადნეს.
ჩავაყაროთ ფქვილი, ხის კოვზით სწრაფად გადავურიოთ. ცეცხლი დაბალი უნდა იყოს, რომ არ დაიწვას, თან ენერგიულად ვურიოთ. როცა ცომი მოგუნდავდება და ქვაბის კედლებს ადვილად მოსცილდება, ცეცხლიდან გადმოვდგათ. ცომი სხვა, ცივ ჭურჭელში გადავიტანოთ რომ ხარშვა შეწყვიტოს, სათითაოდ შევურიოთ კვერცხები. შეგვიძლია, ეს მიქსერით გავაკეთოთ, ან ისევ კის კოვზით.

ცომი საკონდიტრო ტომარაში გადავიტანოთ, საცხობ ფურცელზე პერგამენტის ქაღალდი დავაფინოთ და სასურველი ზომის ბურთები დავსვათ. როგორც ვთქვით, იგივე ცომით შეგვიძლია ეკლერებიც გავაკეთოთ, ან რგოლები. შუს შემთხვევაში შეგვიძია პირდაპირ ორი კოვზის დახმარებით დავდოთ ცომი ქაღალდზე.

გამოვაცხოთ 180-200 გრადუსზე. გავითვალისწინოთ საკუთარი ღუმელის თავისებურებები და ისე შევურჩიოთ ტემპერატურა. როცა გაფუვდება და ოქროსფერს მიიღებს, დაახლოებით30 წუთში, ჩხირით შევამოწმოთ მზაობა.


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: InterestingSite | ტეგები: მზარეული, კულინარია, mzareuli, რეცეპტები, kulinaria, receptebi, როგორ, rogor movamzado, როგორ მოვამზადო, rogor ნანახია: 1608 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]