მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად |
ბანანის დესერტი კარამელითა და ნაღებით / bananis deserti karamelita da naghebit
2014-08-11, 11:19 AM |
შემადგენლობა:
ბანანი 2
ათქვეფილი ნაღები 250 მლ
ფხვიერი ნამცხვარი ("პეჩენია") 75 გ
კარამელის სოუსი ან მოხარშული შესქელებული რძე 1 ქილა
შოკოლადის სოუსი 50 მლ
შაქრის პუდრი ნაღებისთვის 4 ჩ.კ
მომზადების წესი:
ეს ინგლისური დესერტის - ბანოფი პაის მარტივი ვერსიაა.
დატეხეთ ნამცხვარი საშუალო ზომაზე და გაანაწილეთ ჭიქებში. დაადეთ დაჭრილი ბანანის ფენა და მოასხით კარამელი ან შესქელებული მოხარშული რძე (დულჩე დი ლეჩე)
დაადეთ ნაღების ფენა, შემდეგ კვლავ დაჭრილი ბანანი.
მოასხით კარამელი და შოკოლადი. დესერტი მზადაა.
გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!
გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით
სულ კომენტარები: 0 | |