Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

ორფერა ჟელე ხილითა და არაჟნით / orfera jhele khilita da arajhnit
2014-08-07, 7:50 AM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
არაჟნის ფენისთვის:
არაჟანი 700 გ
რძე 100 გ
შაქარი 120 გ
ვანილიანი შაქარი 1 პაკეტი
ჟელატინი 2 ს.კ

ხილის ფენისთვის:
ჟოლო 300 გ
შაქარი 3 ს.კ
ჟელატინი 1 ს.კ
წყალი 100 მლ

მომზადების წესი:
არაჟნისთვის განკუთვნილ ჟელატინს დავასხათ რძე, ჟოლოსთვის განკუთვნილს წყალი.

ჟოლო ვაქციოთ პიურედ, დავამატოთ 3 ს.კ შაქარი. დამბალი ჟელატინი გავადნოთ და შევურიოთ ხილს. შევინახოთ მაცივარში და დავიწყოთ არაჟნიანი მასის მომზადება.

რძეში დამბალი ჟელატინი გავადნოთ, არაჟანი ავთქვიფოთ ჩვეულებრივ და ვანილიან შაქართან ერთად.შევათქვიფოთ გამდნარი ჟელატინი.

გავანაწილოთ არაჟნის კრემი ფორმებში, ზემოდან აკურატულად დავასხათ ხილის პიურე. შემდეგ ისევ არაჟანი დავასხათ, ძალიან ფრთხილად, რომ ზედმეტად არ შეერიოს ხილის ფენას. ზემოდან 2-2 კოვზი ხილის პიურე მოვასხათ და ჩხირით შევურიოთ.
შევდგათ მაცივარში რამდენიმე საათით, გასამაგრებლად.

ჟოლოს ნაცვლად შეგვიძლია გამოვიყენოთ მარწყვი, მოცხარი, მაყვალი და ა.შ.


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: InterestingSite | ტეგები: კულინარია, მზარეული, mzareuli, kulinaria, რეცეპტები, receptebi, როგორ მოვამზადო, rogor movamzado, როგორ, rogor ნანახია: 1278 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]