მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად |
ფორთოხლის ხრაშუნები / fortokhlis khrashunebi
2014-07-26, 4:50 AM |
შემადგენლობა:
150 გ ფქვილი
150 გ დაფქული ნუში
40 გ სახამებელი
1 ფორთოხალი
180 გ დარბილებული კარაქი
120 გ + 4 ს.კ. შაქარი
0,5 ს.კ. მარილი
1 ს.კ. დარიჩინი.
მომზადების წესი:
ფქვილი, ნუში და სახამებელი ავურიოთ თასში. ფორთოხალი ცხელ წყალში გავრეცხოთ, ცედრა მოვახეხოთ და წვენი გამოვწუროთ. ავთქვიფოთ კარაქი, 120 გ შაქარი და მარილი, დავუმატოთ 1 ს.კ. ფორთოხლის წვენი და ცედრა. შევაზილოთ ფქვილი და მიღებული ცომი ორად გავყოთ. თითეული 15 სმ სიგრძის ნაჭრებად გავაბერტყელოთ. დარჩენილ შაქარში ავურიოთ დარიჩინი, გადავანაწილოთ ცომის ერთ ფირფიტაზე და მეორე ზედ დავაბრტყელოთ, სემდეგ გავახვიოთ ცელოფანში და 1 საათით მაცივარში მოვათავსოთ. ცომი გავაბრტყელოთ 0,5 სმ სისქეზე, ამოვჭრათ სასურველი ფორმები და 170-180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 10-12 წუთის განმავლობაში ვაცხოთ. ცხელ ნამცხვარს ფრთხილად შემოვაჭრათ კიდეები და შაქარში ამოვავლოთ.
გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!
გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით
სულ კომენტარები: 0 | |