მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად |
ბერძნული წვნიანი ბრინჯით / berdznuli tsvniani brinjit
2014-07-26, 4:42 AM |
შემადგენლობა:
1 ცალი სტაფილო
125 გ გრძელი ორთქლში გამოტარებული ბრინჯი
1200 მლ ქათმის ბულიონი
1 ცალი ლიმონი
3 ღერი ოხრახუში
3 ძირი ნიახური
2 ცალი კვერცხი
მარილი, პილპილი, ჯავზი – გემოვნებით.
მომზადების წესი:
სტაფილო გავრეცხოთ, და წვრილად დავჭრათ. დავუმატოთ ბრინჯი, ბულიონი და თავდახურული დაბალ ცეცხლზე 10 წუთის განმავლობაში ვხარშოთ. სანამ სტაფილო და ბრინჯი იხარშება, ნიახური 1 სმ სისქის ნაჭრებად დავჭრათ, დავუმატოთ წვნიანს და 5-7 წუთი ვხარშოთ, სანამ ბრინჯი არ მოიხარშება. ლიმონს მდუღარე წყალი გადავავლოთ, გავაცალოთ ცედრა და გავწუროთ. ოხრახუში წვრილად დავჭრათ. წვნიანს დავუმატოთ მარილი და პილპილი. 1 ჭიქა წვნიანი ამოვიღოთ და გავაციოთ. კვერცხი და ლიმონის წვენი გავტქვიფოთ, დავუმატოთ გაგრილებული წვნიანი და სათქვეფელით კარგად ავთქვიფოთ. მიღებული მასა წვრილი ნაკადით ვუმატოთ ქვაბში წვნიანს და ტან გამუდმებით ვურიოთ, რომ არ აიჭრას. ვურიოთ მანამ, სანამ არ ადუღდება, შემდეგ გადმოვდგათ ცეცხლიდან, დავაყაროთ ოხრახუშიმარილი და პილპილი.
გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!
გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით
სულ კომენტარები: 0 | |