Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

ქათამი ხილით / qatami khilit
2014-07-26, 1:45 AM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
ქათამი – 1 ცალი (1,5 კგ)
ლიმონი – 1 ცალი
ფორთოხალი – 2 ცალი
შავი პილპილი, მარილი – გემოვნებით.

გარნირისთვის:
ბანანი – 1 ცალი
ვაშლი – 2 ცალი
ლიმონი – 1 ცალი
ფორთოხალი – 1 ცალი
ლეღვის ჩირი – 5 ცალი
შავი ქლიავი კურკების გარეშე – 6 ცალი
გარგარის ჩირი – 6 ცალი
ნახევრადმშრალი წითელი ღვინო – 1 ჭიქა
შაქარი – 6 სუფრის კოვზი.

მომზადების წესი:
ლიმონს და ფორთოხალს მოვაშოროთ კანი, დავჭრათ ნაჭრებად, ქათამს მოვაყაროთ მარილი, პილპილი და ამოვავსოთ მომზადებული ხილით. ფარშირებულ ქათამს წავუსვათ ცხიმი და ქურაში შევწვათ, მზადყოფნამდე. ფორმას წავუსვათ ცხიმი და შემდეგნაირად განვალაგოთ ინგრედიენტები: ვაშლი, ჩირი, შავი ქლიავი, ბანანი, ფორთოხალი და ლიმონი. ღვინოში ჩავამატოთ 6 სუფრის კოვზი შაქარი და ავადუღოთ შაქრის გახსნამდე. მომზადებული სიროფი დავასხათ ხილს და ქურაში გავაჩეროთ 30 წუთი, 220 ცელსიუს გრადუს ტემპერატურაზე. მომზადებული გარნირი მოვათავსოთ თეფშზე და ზემოდან მოვათავსოთ ქათამი.


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: InterestingSite | ტეგები: კულინარია, მზარეული, mzareuli, kulinaria, რეცეპტები, receptebi, rogor movamzado, როგორ მოვამზადო, როგორ, rogor ნანახია: 1289 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]