Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

ლობიოს ტოლმა / lobios tolma

შემადგენლობა:
ლობიო - 600 გრ.
ზეთი - 1/2 ჩაის ჭიქა.
ხახვი - 100 გრ.
დაფნის ფოთოლი - 3 ც.
ბრინჯი - 2 სუფრის კოვზი.
შავი პილპილი - 1 ჩაის კოვზი.
კომბოსტო - 1 თავი.
ქინძი - 2 სუფრის კოვზი.
მარილი - გემოვნებით.

მომზადების წესი:
ლობიო მოვხარშოთ ჩვეულებრივ. წყალი გადავწუროთ, ლობიოს მარცვლები კი ამოვლესოთ, მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი ხახვი, 2 კოვზი უმი, კარგად დანაყული ბრინჯი და ავურიოთ. ავიღოთ თითო კოვზი ამგვარად მომზადებული ლობიოს მასა, შევახვიოთ მდუღარეში ამოვლებულ კომბოსტოს ფოთლებში და ჩავაწყოთ ქვაბში, დავასხათ 1/2 ჭიქა ზეთი, მოვშუშოთ. ზემოდან დავაწყოთ 3 ც დაფნის ფოთოლი, მოვაყაროთ დანაყული შავი პილპილი და მოვასხათ ლობიოს ნახარში. ვადუღოთ 15-20 წუთი. მომზადებისთანავე გადავიტანოთ თეფშზე და მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი ქინძი. შეიძლება ცოტა ძმარიც მოვასხათ.


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



2014-07-26, 0:57 AM
კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: InterestingSite | ტეგები: კულინარია, მზარეული, mzareuli, kulinaria, რეცეპტები, receptebi, rogor movamzado, როგორ, როგორ მოვამზადო, rogor
ნანახია: 979 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]