მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად |
მოამზადეთ გემრიელი სადილი - სტეიკი / moamzadet gemrieli sadili - steiki - stake
2014-07-25, 6:34 PM |
შემადგენლობა:
ძროხის ან ღორის ხორცი – 250 გრ.
შპინატი – 150 გრ.
წითელი ღვინო – 200 მლ.
თაფლი – 50 მლ.
მდოგვი – 50 გრ.
სოუსი “დემი გლასი” – 150 მლ.
მომზადების წესი:
ხორცი
შეარჩიეთ ახალგაზრდა, რბილი, ნაკლებად ცხიმიანი, წვნიანი ხორცი. მოათავსეთ მაციავარში (ან ხორცის განყოფილებაში, არა საყინულეში) რამოდენიმე საათით ან თუნდაც 1 დღით, რათა გახდეს ფხვიერი. მომზადებამდე ნახევარი საათით ადრე, ხორცი გამოიღეთ მაცივრიდან და გაათბეთ ოთახის ტემპერატურამდე. შემდეგ შეამშრალეთ ქაღალდის ხელსახოცით.
შეწვის პროცესი
შპინატი მოთუშეთ ზეთში, შემდეგ ხორცი შუაში ისე გაჭერით, რომ შიგნით შპინატის მოთავსება მოახერხოთ. ამ ფორმით სტეიკი შეწვით ტაფაზე. შეწვის პროცესში დაამატეთ ღვინო, პარალელურად გაახურეთ ღუმელი 240-250° გრადუსამდე, სტეიკი გადაიტანეთ ღუმელში და დატოვეთ სანამ არ მიიღებს მადისაღმძვრელ ფერს.
სოუსი
იმავე ტაფაში, რომელშიც მოამზადებთ ხორცს, ჩაასხით თაფლი, მდოგვი, მარილი, პილპილი, სოუსი “დემი გლასი” და მოხარშეთ. მზა სტეიკს მოასხით სოუსი.
გემრიელად მიირთვით!
გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!
გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით
სულ კომენტარები: 0 | |